• რეკლამა
  • კონტაქტი
23:28, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სტრასბურგმა რუსეთის მხრიდან ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა

ალია ავტორი - ალია
18:26 04-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. განგრძობითი ოკუპაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე – „საქართველო რუსეთის“ წინააღმდეგ, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ბორდერიზაციის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს.

სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა.

კერძოდ, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლის პირველი პუნქტის (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევას, ასევე დაადგინა კონვენციის დამატებითი პირველი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 მუხლის (განათლების უფლება), დამატებითი მე-4 ოქმის მე-2 მუხლის (მიმოსვლის თავისუფლება) დარღვევა.

როგორც სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებულმა კონფლიქტმა გამოიწვია პროცესი, რომელიც 2009 წელს დაიწყო და ცნობილია „ბორდერიზაციის“ სახელით, რომელიც უკრძალავს ადამიანებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტული რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის თავისუფლად გადაკვეთას.  აღნიშნულ ვითარებას მოიხსენიებენ, როგორც „საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მემკვიდრეობას“. კერძოდ, საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში შესვლის ან იქიდან გასვლის მცდელობისას ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას, სხვების დაკავებას, დაპატიმრებას ან არასათანადო მოპყრობას მათ მიერ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების „უკანონო გადაკვეთისთვის“.

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ადამიანებს წაართვეს მიწა, რომელსაც ისინი სოფლის მეურნეობისთვის იყენებდნენ, ოჯახის წევრები ერთმანეთს დააშორეს და ბავშვებს აიძულებდნენ, აერჩიათ რუსულ ენაზე სწავლა ან გრძელი და სახიფათო მოგზაურობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სკოლებში გაკვეთილებზე დასასწრებად.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მას ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები – კერძოდ, მსხვერპლთა სიები, ჩვენებები, მედიის მიერ გაშუქებული ცნობები და საერთაშორისო მასალები, რათა ყოველგვარი გონივრული ეჭვის გარეშე დაესკვნა, რომ სავარაუდო ინციდენტები არ იყო ცალკეული და იყო საკმარისად მრავალრიცხოვანი, ურთიერთდაკავშირებული იმისთვის, რომ წარმოადგენდეს დარღვევების ნიმუშს ან სისტემას. მეტიც, ინციდენტებზე ეფექტიანი გამოძიების აშკარა არარსებობა და ყველა დაინტერესებული პირის მიმართ ზომების ზოგადი გამოყენება ამტკიცებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად იყო ტოლერანტული მსგავსი პრაქტიკის მიმართ. [პირველი არხი]

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved