• რეკლამა
  • კონტაქტი
23:27, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის ფარგლებში ქ. მცხეთის N2 საჯარო სკოლაში ენერგეტიკის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ალია ავტორი - ალია
15:47 04-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ახალი პროექტის – „ელექტროენერგიის გზა წარმოებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში, ქ. მცხეთის N2 საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქ.მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – მუხრანის, ახალდაბის, წეროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, ელეონორა ლაგვილავამ შეხვედრის მონაწილეებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან ისაუბრა პროექტის შესაძლებლობებსა და შეთავაზებებზე, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს დაეხმარებათ უკეთ გაიცნონ ენერგეტიკის სექტორი.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მოწვეულმა ლექტორმა, თორნიკე აფრიაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია ელექტროენერგიის გენერაციიდან მიწოდებამდე სრული ციკლის შესახებ. ამასთანავე, თორნიკე აფრიაშვილმა მოსწავლეებს გააცნო ელექტროენერგიის გენერაციის სხვადასხვა წყაროები და ამ კუთხით, ქვეყანაში არსებული პოტენციალი. ენერგოეფექტურობის შესახებ შეხვედრის მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მოწვეულმა ლექტორმა, რევაზ გერაძემ. მან ყურადღება გაამახვილა ენერგიის მიზნობრივ გამოყენებასა და მისი დაზოგვის მნიშვნელობაზე.

პროექტის, „ელექტროენერგიის გზა წარმოებიდან ჩვენამდე“, მიზანია ელექტროენერგიის სკოლის მოსწავლეების ინფორმირება ენერგეტიკის საკითხებზე, ამასთანავე განახლებადი საქართველოს მწვანე ენერგეტიკის განვითარების შესაძლებლობების შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ელექტროენერგეტიკის თემატიკის შესახებ ტრენინგების ჩატარება, მონაწილეთა ვიზიტი ენერგოობიექტებზე, თემატური ნამუშევრების გამოფენის ორგანიზება. პროექტში გამარჯვებული მოსწავლეებისათვის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ მოეწყობა ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved