• რეკლამა
  • კონტაქტი
18:57, ორშაბათი, 6 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთისადმი კეთილგანწყობილმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ალია ავტორი - ალია
11:54 04-07-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
205

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პეტერ პელეგრინიმ გაიმარჯვა, მან ამ თანამდებობაზე ლიბერალი ზუზანა კაპუტოვა ჩაანაცვლა.

48 წლის პელეგრინიმ პროდასავლელი ივან კორჩოკი დაამარცხა და ხმების 53 პროცენტი მიიღო.

ის არის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მოკავშირე და იზიარებს მის კეთილგანწყობას რუსეთის მიმართ.

ამჟამად, ფიცო და მისი მოკავშირეები უკვე აკონტროლებენ სლოვაკეთის პარლამენტს, მთავრობას და სულ მალე — პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც.

სლოვაკეთი იყო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე, ვიდრე ხელისუფლებაში ოქტომბერში ფიცო მოვიდოდა, მას პირობა ჰქონდა დადებული, რომ უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტდა.

ფიცომ მოუწოდა დასავლეთს, შეწყვიტოს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა, დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები მოსკოვთან.

მისივე თქმით, ვლადიმირ პუტინი “უსამართლოდ იქნა დემონიზებული” და ამტკიცებს, რომ უკრაინის ნატოში მიღება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისს ნიშნავს.

მოსკოვისადმი მეგობრულ რიტორიკას ეხმიანებოდა პელეგრინის წინასაარჩევნო კამპანიაც და აცხადებდა, რომ მისი მოწინააღმდეგე კორჩოკი, გამარჯვების შემთხვევაში, სლოვაკ ჯარისკაცებს უკრაინაში გაგზავნიდა საბრძოლველად — იმის მიუხედავად, რომ ამისი კონსტიტუციური ძალაუფლება პრეზიდენტს არ აქვს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
არქი ჰორაიზონი
ახალი ამბები

„არქი ჰორაიზონის“ დიდი ფასდაკლების დღეზე 186 ბინა გაიყიდა

18:23 07-05-2026
თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved