• რეკლამა
  • კონტაქტი
13:39, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

რა რაოდენობის პროტეინი უნდა მივიღოთ და რატომ არის ის აუცილებელი?

ალია ავტორი - ალია
13:28 04-05-2024
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
176

რა არის პროტეინი? რატომ არის მნიშვნელოვანი ცილოვანი კვება და რომელი პროდუქტებია მისი წყარო? – ეს ის კითხვებია, რომლებიც  სპორტდარბაზში  ფეხის შედგმისთანავე ჩნდება.

გარდა ამისა, ცილოვანი კვება წონის კორექციისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ჯანსაღი მეთოდია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რა უნდა ვიცოდეთ ცილის, იგივე პროტეინის შესახებ და რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ როგორც ვიზუალურად, ისე ჯანმრთელობის თვალსაზრისით სასურველ შედეგს მივაღწიოთ?

პროტეინი იგივე ცილა ამინომჟავებისაგან შემდგარი ჯაჭვის ერთობლიობაა.  საკვებისგანმიღებული პროტეინები საჭმლის მონელების პროცესში  ამინომჟავებად იშლება, საიდანაც ორგანიზმი უკვე თავის ცილებს აშენებს. აღმოჩნდა, რომ ადამიანის ორგანიზმი სულ  ოცი სახეობის ამინომჟავას მოიხმარს. მათგან 11 ამინომჟავას თვითონაც ასენთიზირებს, ხოლო  დანარჩენი  ცხრა შეუცვლელი  ორგანიზმმა  საკვებიდან უნდა მიიღოს.

ცილას უამრავი სასიცოცხლო ფუნქცია აკისრია. იგი ორგანიზმის საშენი მასალაა და კუნთოვანი ქსოვილის საფუძველს წარმოადგენს. ამავდროულად, ის ენერგეტიკულ ფუნქციასაც ასრულებს. საინტერესოა, რომ ცილების ათვისებას უფრო მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე ნახშირწყლების ან ცხიმის. აღნიშნულ ენერგიას კი ორგანიზმი  ცხიმის წვის ხარჯზე იღებს. ჭარბ წონასთან ბრძოლაში ცილოვან კვებას წამყვანი როლი სწორედ ამიტომ ენიჭება.

მსოფლიო ბაზარზე სხვადასხვა ცილოვანი დანამატი ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი, თუმცა მისი შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ შემადგენლობას. რეკომენდებულია, უპირატესობა მივანიჭოთ ორგანული ნედლეულისგან დამზადებულ პროდუქტს. პროტეინის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს  რძის პროდუქტისგან მიღებული ცილა წარმოადგენს.

 

რძის ცილა და მისი სასარგებლო თვისებები

რძე ცილის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რადგან ერთი მხრივ, შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას და მეორე მხრივ, ჯადოსნურ ცილას – კაზეინს. ის რძეში შემავალი მთავარი ცილაა. მას,  ცილის სხვატიპებთან შედარებით, მონელებისა და ათვისებისთვის ყველაზე დიდი დრო – 6-დან 8 საათამდე სჭირდება, რაც კუნთებში ამინომჟავების გრძელვადიან და სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს. კაზეინის  კიდევ ერთი ჯადოსნური თვისება ისაა, რომ იგი ხელს უწყობს კუნთის დაშლის პროცესის შეჩერებას, რაც ძლიერი სხეულის ჩამოყალიბებისათვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ შეიქმნა ცილოვანი პროდუქტი Stay Strongორგანული ცილისაგან – რძისგან. ეს არის ორმაგი ცილა, ერთ ჯადოსნურ ბოთლში, მათთვის, ვისთვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია.

ნელი მონელებისა და ათვისების გამო, კაზეინის მიღება ძირითადად რეკომენდებულია ძილის წინ, ან კვების შუალედებში. ტრენერები ცილოვანი პროდუქტის მიღებას ხშირად ვარჯიშის შემდეგაც გვირჩევენ. Stay Strong-ის მოსახერხებელი შეფუთვა აღნიშნულ რეკომენდაციასაც იდეალურად პასუხობს. დასალევი პროდუქტის მიღება შეგვიძლია როგორც ხემსად, ისე ვახშმად ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში. 

პროტეინის სწორი დოზირება

პროტეინი კვების რაციონის ყოველდღიური შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს, თუმცა დღის განმავლობაში მისი დოზირება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, იქნება ეს წონა, სქესი თუ ასაკი. აშშ-ის მედიცინის აკადემიის ზოგადი რეკომენდაციით, ზრდასრულებმა თავიანთი წონის თითოეულ კილოგრამზე ყოველდღიურად 0,8 გრამი პროტეინი უნდა მიიღონ ან წონის ყოველ 9-10 კილოგრამზე – 7 გრამი. მაგალითად, თუ დაახლოებით 90 კილოგრამს იწონით, ყოველდღიურად 70 გრამი ცილა უნდა მიიღოთ.

აღსანიშნავია, რომ ბევრი ჩვენგანი, განსაკუთრებით კი ბავშვები, დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით პროტეინს ვერ იღებს. მიზეზი შეიძლება იყოს გადატვირთული გრაფიკი, არაჯანსაღი კვებითი ჩვევები და სხვა, თუმცაორგანიზმისთვის ცილის მიწოდება მიღება Stay Strong-ის მეშვეობით მარტივად არის შესაძლებელი.

პროდუქტი დამზადებულია პრემიუმ ხარისხის ნედლეულისგან და ორგანიზმს სასარგებლო მაკროელემენტებით ამარაგებს. მისი მიღება რეკომენდებულია როგორც სპორტსმენებისთვის, ისე ნებისმიერი ჩვენგანისთვის. ის სწრაფი, მარტივი და სწორი არჩევანია ყველასთვის, ვინც ჯანსაღ ცხოვრების წესს მისდევს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved