• რეკლამა
  • კონტაქტი
23:18, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

თიბისი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის

ალია ავტორი - ალია
11:19 04-05-2024
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
80

პროექტი ,,TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყანაში ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროექტის ფარგლებში 10,000-მდე აპლიკანტმა გაიარა რეგისტრაცია და დაინტერესდა საკუთარი კარიერის ტექნოლოგიებშიტრანსფორმაციითა თუ არსებული ცოდნისა და უნარების განვითარებით.

ამჟამად მიმდინარე რვა სასწავლო პროგრამაზე 350 მონაწილეა ჩართული. სასწავლო პროგრამები სრულად დაფინანსებულია, მათ საერთაშორისო გამოცდილებისა და განათლების მქონე ტექლიდები და წამყვანი დეველოპერები პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიითა და რეალური სამუშაო გარემოს პრინციპის გამოყენებით უძღვებიან. კონკრეტული მიმართულებების სწავლებისთვის შექმნილია პრაქტიკული სამუშაო ლაბები, სადაც სტუდენტები რეალურ სამუშაო გარემოში არსებულ ამოცანებს ასრულებენ, რათა პროგრამის დასრულების შემდეგ მზად იყვნენ სამუშაო გარემოში ინტეგრაციისთვის.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიებში ქალებისა და რეგიონების გაძლიერებაა, მათი დასაქმების პოტენციალის ზრდის მიზნით. აღსანიშნავია, რომ პროექტის აქამდე არსებულ მონაწილეთა 40% ქალია, ხოლო მონაწილეების 35% საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა.

,,TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’ პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა Training of Trainer(ToT) for Tech People პროგრამა, სადაც ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობისთვის 50 პროფესიონალი გადამზადდა. ისინი ამჟამად ტექპროფესიების სწავლებას სხვადასხვა აკადემიასა თუ უმაღლეს სასწავლებლებშიTOT-ზე ათვისებული პრაქტიკების გამოყენებითაგრძელებენ.

პროექტის პირველ ეტაპზე ასევე ჩატარდა iOS Bootcamp, სადაც 5 თვიანი ინტენსიური სწავლების შედეგად 30-მდე მონაწილემ საბაზისო დონიდან შეისწავლა iOSDevelopment-ი. თავიანთი შექმნილი iOS აპლიკაციებით დემო დღეზე წარდგნენ დამსაქმებლების წინაშე, აქვე მიიღეს შეთავაზებები და რამდენიმე მათგანი უკვე საკუთარ კარიერას Junior iOS Developer-ის პოზიციაზე აგრძელებს ისეთ დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებში, როგორიცაა თიბისი, TNET, SPACE და სხვა.

პროექტის მნიშვნელოვანი მხარეა ისიც, რომ პროცესში ჩართულია 20-მდე ტექნოლოგიური კომპანია, დემო დღეზე მათ უკვე შეარჩიეს და სამომავლოდაც დაინტერესებულნი არიან ტექსპეციალისტების დასაქმებით.

„TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ გრძელდება და ზაფხულში კვლავ გამოცხადდება რეგისტრაცია სრულად დაფინანსებულ 8 ტექნოლოგიურ მიმართულებაზე, სადაც დამატებით 350 სტუდენტი გაივლის ინტენსიურ გადამზადებას. მათი დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაძლებლობა დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი კარიერა ტექნოლოგიურ სფეროში და დასაქმდნენ თიბისიში და მის პარტნიორ ტექნოლოგიურ კომპანიებში.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved