• რეკლამა
  • კონტაქტი
14:22, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არის რუსული კანონი რუსული? – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:05 04-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
570
პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
რატომ არის რუსული კანონი რუსული?
ა) იმიტომ, რომ როგორც ამერიკული fara, ისე ფრანგული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე მიმართულია რუსული და ჩინური გავლენების წინააღმდეგ, მაშინ როცა ქართული კანონპროექტის სამიზნე არის ამერიკული და ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი და მედია, რისი ანალოგიც არის რუსეთის კანონმდებლობა. კიდევ უნგრულიც იყო, მაგრამ ორბანს გააუქმებინა ევროკავშირმა.
ბ) ამ კანონპროექტის შესახებ დასავლეთიდან იყო, არის და კიდევ იქნება მხოლოდ კრიტიკული გამოხმაურება, მაშინ როცა რუსეთიდან არ მალავენ მხარდაჭერას. ცოტა კომიკურია, როცა იძახი კანონი ამერიკულიაო და ამერიკელები გეუბნებიან, ეგეთი კანონი ჩვენ არ გვაქვს, რუსეთში მოიკითხე მსგავსიო.
გ) წუხილი არასამთავრობო სექტორის ფინანსების გაუმჭვირვალობაზე არის არა მხოლოდ ფარისევლობა და მამალი ტყუილი (ასე გამჭვირვალე მთავრობის ხარჯები არ არის), არამედ რუსული პროპაგანდისტული ნარატივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი, ისევე როგორც რუსული პროპაგანდის ტიპიური მიდგომაა არასამთავრობო სექტორის (“მდიდარი ენჯეოების”) დადანაშაულება “რადიკალური ოპოზიციის” მხარდაჭერასა და სხვა ძირგამომთხრელ საქმიანობაში. ანალოგია რუსეთთან აქ პირდაპირია და ბოდიში ამ სიტყვაზე და, გამჭვირვალე. არადა რა ენჯეოების სიმდიდრეზეა ლაპარაკი, როცა მარტო ნინო წილოსანის მამა ჩაისვამს ჯიბეში მთელი არასამთავრობო სექტორის ფინანსებს და კიდევ ის დეპუტატი, ხალხს შივაო რომ იძახდა, მაგრამ ამათ ვინ უთვლის?
ისე კი ეს კანონი, გინდ რუსული დაუძახე მას, გინდ ქართული, გინდ ფრანციცული და გინდ ლემენცური, ყველა ვარიანტში არის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების დევნის და შევიწროების იარაღი, ანუ მარტივი ენით, რომ ვთქვა, ყველა ვარიანტში მავნებლობაა, რამდენჯერაც არ უნდა გამორთოს პაპუაშვილმა პარლამენტში მიკროფონი სიტყვა “რუსულის” ხსენებაზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved