დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, ქართული ოცნების სურვილს ხელმეორედ სცადოს ქვეყანაში ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღება, ეხმაურება და აცხადებს:
ეს არის ბოროტება ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ერთხელ ხომ კინაღამ ამობრუნდა ამ ქვეყანაში ყველაფერი, ისევ ატრიალებენ ამ კანონს, ვეუბნები, რომ არ გინდა ეს კანონი, რუსულია და რუსულს როგორ გვეძახიო.
არ უნდა გავატანინოთ, კაცო, რა რუსული, საქართველოში რუსული კანონი არ უნდა მიიღოს პარლამენტმა, მორჩა და დამთავრდა.
ორგანიზაციების დაფინანსება არის გამჭვირვალე, ასი პროცენტით, ტყუილია ამაზე ლაპარაკი, არ ასვენებთ გამჩენი, ეტყობა რაღაც ვალდებულებები აქვთ რუსეთთან, თორემ, ახსნა ამას ლოგიკური არ აქვს. მოვუწოდებ იმას, ვისაც უნდა იცხოვროს ნორმალურ ქვეყანაში – აბჯარი აისხით, მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა–ტყეპა გველის.
(ვიდეო) – “გამო, აბა” – დაპირისპირება მდინარაძესა და ელისაშვილს შორის
კომენტარები