• რეკლამა
  • კონტაქტი
21:34, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ომის დაწყებიდან ასეთი მასშტაბის რამ არ მომხდარა” – საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში

ალია ავტორი - ალია
00:19 04-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12,571

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

საბრძოლო მოქმედებების შეჯამება უკრაინაში:

❗სამხედრო ნაწილი:

– უკრაინელთა მხრიდან ფრონტის ხაზის სრულმასშტაბიანი გამაგრება და ფორტიფიცირება მიმდინარეობს. ომის დაწყებიდან ასეთი მასშტაბის რამ არ მომხდარა. ითხრება სანგრები, კეთდება ბეტონის ნაგებობები, ევლება მავთულხლართები, იქნება ტანკსაწინააღმდეგო წინააღმდეგობები და სხვა. უკრაინელებს ყრუ თავდაცვისა და ე.წ. “სიღრმეში დაცვის” სტრატეგია აქვთ არჩეული. სანამ საყოველთაო მობილიზაცია განხორციელდება (რომლის პროექტიც რამდენიმე დღეში დამტკიცდება), სამხედროები გაიწვრთნებიან, დასავლური დახმარება სრულმასშტაბიანად განახლდება და ევროპაში წარმოებაც ამუშავდება, მანამდე რაც შეიძლება მცირე დანაკარგით უნდა მოხდეს ფრონტის ხაზის შენარჩუნება.

ამ ფონზე რუსეთის მხრიდან აქტიური დაწოლა სრულიად მოსალოდნელია. მაგრამ რა მასშტაბის იერიშზეა საუბარი ჯერჯერობით არაა ცნობილი. ფაქტია, რუსეთის ზამთრის იერიში სხვადასხვა წერტილიდან დანაყოფების მოხსნით და ერთი მიმართულებით გადასროლით განხორციელდა, რაც დიდი გარღვევით ვერ დასრულდა. ახლა კი რუსეთი აქტიურად ახორციელებს მობილიზაციას, მაგრამ საეჭვოა იმდენად დიდი სტრატეგიული რეზერვი შექმნას, რომ ფრონტის ხაზზე რამდენიმე მიმართულებით ერთიანი და ხანგრძლივი შეტევა აწარმოოს. თუმცა ნებისმიერი ფორმით რისკები არსებობს მათ შორის ისიც, რომ რუსებმა საზღვარი კიდევ ერთ ადგილას გადაკვეთონ და ახალი იერიში დაიწყონ ხარკივის ან სულაც სუმის ოლქის მიმართულებით. ამიტომაც მიმდინარეობს ორივე ოლქის გამაგრება-მილიტარიზაცია.

– ბოლო კვირაა რუსეთი განსაკუთრებით გააქტიურებულია უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო იერიშების რაოდენობით. ყოველდღიურად ათობით ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა უკრაინული ქალაქებისაკენ მიფრინავს. აქტიურია ირანული წარმოების დრონების რაოდენობაც. ნათელია, რომ რუსეთის მხრიდან გარკვეული დროით მოხდა ახალი ტექნიკის დარეზერვება და შემდგომ ასეთი მასშტაბური იერიშების განხორციელება. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რუსეთი თვეობით ნაგროვებ ტექნიკას რამდენიმე კვირის განმავლობაში ხარჯავს ხოლმე. საერთოდაც, წელს რომ სარაკეტო იერიშების მასშტაბია უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მეტწილად არ გადაიტვირთა და უძლებს რუსულ იერიშებს. სარაკეტო დარტყმების სამიზნე სამოქალაქო და ენერგოინფრასტრუქტურაა. საფრთხის ქვეშაა კაშხლებიც. მათი ნგრევა პოტენციურად კატასტროფული შედეგების მომტანი შეიძლება იყოს.

– რუსულმა ავიაციამ ქალაქი დონეცკის შემოგარენში ინტენსიური დარტყმები დაიწყო. ქალაქი მარიინკას სიახლოვეს დაიბომბა კურახოვეს ხიდი, რომელიც წყალსაცავზეა აგებული. რუსული ძალების მცდელობა ინიციატივის შენარჩუნება და მარიინკა-ავდიივკას მონაკვეთზე წინსვლის გაგრძელებაა. თუმცა ავდიივკას აღებიდან ერთი თვის შემდეგ რუსული წინსვლა მინიმალურია, ტემპი კი შენელებული.

– საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურია დონეცკის ოლქში, ბახმუტის დასავლეთით, ჩასივ იარის მიმართულები. რუსები ცდილობენ კარგად გამაგრებული დასახლების ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების გადატანას, თუმცა უკრაინელებს მყარად უჭირავთ პოზიციები. მიუხედავად ამისა საეჭვოა რუსებმა ჩასივ იარის სიახლოვეს შეტევის ინტენსივობა ძალიან შეამცირონ. აღნიშნული პუნქტი უკრაინული თავდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილია და ბახმუტს პერმანენტული საფრთხის ქვეშ ამყოფებს. თუმცა განსხვავებით ბახმუტისაგან ჩასივ იარის დაცვა არამხოლოდ ეფექტური ზღუდეებითაა შესაძლებელი, არამედ ბუნებრივადაც უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება.

– რუსები ყირიმის მიმართულებით დონეცკისა და ზაპორიჟიას ოლქების გავლით დამატებით ლოჯისტიკურ ხაზებს აგებენ, მათ შორისაა სარკინიგზო ქსელი. მომარაგების ახალი სარკინიგზო ხაზი რუსეთის ტაგნაროგს ოკუპირებულ მარიუპოლთან, ბერდიანსკთან, საბოლოოდ კი ყირიმთან აკავშირებს. როგორც ჩანს, რუსები ყირიმის ხიდზე უკრაინელთა დარტყმისათვის ემზადებიან.

– აქტიურად იბომბება რუსეთის ბელგოროდის ოლქი. სასაზღვრო სოფლების ნაწილი მოსახლეობისაგანაა დაცლილი. უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული ლეგიონის მხრიდან დასახლება კოზინკას აღებას კრემლის მხრიდან სოფლის სრული განადგურება მოჰყვა. 500 კილოგრამიანი ბომბებით განმეორებითი დაბომბვების შემდეგ სოფელი პრაქტიკულად აღარ არსებობს. ლეგიონის მხრიდან რეიდი ამ ეტაპზე დასრულდებულია. თუმცა სასაზღვრო ზონა კვლავ უკონტროლო აქვთ რუსებს. ამ ფონზე რუსულ ავიაციასა და დანაყოფებს რუსეთის ტერიტორიაზეც კი უწევთ მოქმედება.

❗პოლიტიკური ნაწილი:

– თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა პოლონელი გენერალ-ლეიტენანტი, EUROCORPS-ის სარდალი იაროსლავ გრომაძინსკი. იგი დაბარებულია ვარშავაში სადაც სამხედრო გამოძიება დაიწყო. მას შეიძლება საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში ან რუსეთზე ფარულ თანამშრომლობას ედავებოდნენ. თუმცა ეს მხოლოდ ვერსიები და ჯერჯერობით გამოძიების ოფიციალური მიმართულება არ გამჟღავნებულა. იგი უკრაინელი სამხედროების წვრთნაზეც იყო პასუხისმგებელი. შესაბამისად, მისი გადაყენება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.

– ბელგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჩეხურ დაზვერვაზე დაყრდნობით ირკვევა რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი რუსეთისაგან ფინანსდებოდა რათა რუსეთის სასარგებლო დეზინფორმაცია და პროპაგანდა გაევრცელებინათ. ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა ორი მიზეზის გამო: 1. წელს ევროპარლამენტის არჩევნებია; 2. მიუთითებს თუ რა მასშტაბზე აქვს რუსეთს პოლიტიკური გავლენები და საცეცები მთელს მსოფლიოში. ვნახოთ როგორი იქნება უშიშროების სამსახურების მოქმედება ევროპის შიგნით.

– პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან ომის საშიშროება ძალიან მაღალია. ქვეყნის თავდაცვისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-მდე იქნება რაც ბოლო 30 წელიწადში რეკორდული თანხაა. პრემიერი ტუსკის განცხადებით ასეთი მასშტაბის საფრთხე ევროპას 1945 წლის შემდეგ არ უნახავს. ევროპის მასშტაბით გამოცოცხლება და ხელახალი მილიტარიზაცია უსაფრთხოების მაღალ დონესაც გულისხმობს ეს კი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია: ევროპის მხრიდან რიგი გადაწყვეტილებები უფრო თავისუფლად იქნება მიღებული თუ მათი უსაფრთხოება ადგილზევე კარგად იქნება დაცული.

– ტაივანის წარმომადგენლის მხრიდან ძალიან კარგი განცხადება გაკეთდა აშშ-სთან მიმართებით: ჩინეთი კარგად აკვირდება თუ რას მოიმოქმედებს რუსეთი უკრაინაში. თუკი მისი დაპყრობაზე ორიენტირებული აგრესია წარმატებული იყო უცხო ქვეყანაში რა დაუშლის ჩინეთს ტაივანში განახორციელოს მსგავსი ქმედება იქ, რასაც, თავისად მიიჩნევსო.

– რუსეთში ტერაქტის შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს შუა აზიური წარმოშობის მოსახლეობისა და მუსლიმების ჩხრეკა, შემოწმება, დაკავება და ასე შემდეგ. მარტო შუა აზიური წარმოშობის რუსეთში მცხოვრები მოსახლეობა დაახლოებით 10 მილიონს აღწევს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ისარგებლე თიბისის ქეშბექ შეთავაზებებით ნებისმიერ საერთაშორისო ონლაინ ვებგვერდზე
ახალი ამბები

ისარგებლე თიბისის ქეშბექ შეთავაზებებით ნებისმიერ საერთაშორისო ონლაინ ვებგვერდზე

17:45 09-18-2025
AD BLACK SEA ფესტივალი ახალი აღმოჩენებითა და გამარჯვებებით დასრულდა – თიბისი
ახალი ამბები

AD BLACK SEA ფესტივალი ახალი აღმოჩენებითა და გამარჯვებებით დასრულდა – თიბისი

15:49 09-18-2025
სალომბარდე სესხის მიღების პროცესი: ექსპრეს ლომბარდის მოდელი
ახალი ამბები

სალომბარდე სესხის მიღების პროცესი: ექსპრეს ლომბარდის მოდელი

14:33 09-18-2025
თიბისის ბიზნეს მობაილბანკის ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს მობაილბანკის ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

13:21 09-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved