• რეკლამა
  • კონტაქტი
23:01, ორშაბათი, 8 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლაზარე გრიგორიადისი სრულიად უდანაშაულოა, მტკიცებულებები არ არსებობს – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
21:54 03-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
158

ბარ “დედაენაში” ევროპული საქართველოსა და თავისუფლების ინსტიტუტის საერთო პროექტის, “ლაზარეს 12 მსაჯულის” კინოჩვენება მიმდინარეობს. ფილმის პრემიერა 25 თებერვალს შედგა, თუმცა, ლაზარე გრიგორიადისის ხვალ, 28 მარტს ჩანიშნული სასამართლო პროცესის გამო, ავტორებმა ფილმის კიდევ ერთხელ ჩვენება გადაწყვიტეს.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, მათი ამოცანაა, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩინონ განცდა, რომ “უდანაშაულო ადამიანი ეწირება ხელისუფლების ახირებას”. ის აღნიშნავს, რომ “ლაზარე გრიგორიადისი არის სრულიად უდანაშაულო ადამიანი და მტკიცებულებები, რაც მის წინააღმდეგ წარადგინა ხელისუფლებამ, რეალურად არ არსებობს”.

“ამის დემონსტრირებისთვის გავაკეთეთ ფილმი, რომელიც აგებულია ლაზარეს საქმის რეალურ მტკიცებულებებზე, ყველაფერი არის ამ ფილმში და მაყურებელს ვაძლევთ შესაძლებლობას, თავად დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა ლაზარე გრიგორიადისი, იმიტომ, რომ ეს ფილმი ყველაფერს ნათელს ფენს..

ჩვენი ამოცანაა, საქართველოს მოქალაქეებს გავუჩინოთ განცდა, რომ უდანაშაულო ადამიანი ეწირება ხელისუფლების ახირებას, დასაჯოს ის პროტესტი, რომელმაც მათზე გაიმარჯვა, მხოლოდ რეჟიმის შურისძიებას ეწირება ეს ადამიანი და ჩემი აზრით, საზოგადოების ღირსება იმით განისაზღვრება, რამდენად აძლევს სისტემას უფლებას, რომ მისი წევრები ასე ხელაღებით ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაჩაგროს, მისი დემონიზება მოახდინოს.

ფილმი სწორედ ამას ემსახურება, რომ საზოგადოება დარწმუნდეს – ამ ადამიანის წინააღმდეგ ხელისუფლებას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და ის უბრალოდ ხელისუფლების შურისძიების მსხვერპლია იმ წარმატებული აქციების გამო, რამაც რუსულ რეჟიმს უკან დაახევინა” – თქვა ჩერგოლეიშვილმა.

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა 28 მარტს, 12:00-ზე გაიმართება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები
ახალი ამბები

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები

20:18 06-08-2026
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ახალი ამბები

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე

16:58 06-08-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:48 06-08-2026
რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?

16:28 06-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved