• რეკლამა
  • კონტაქტი
19:45, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბათუმის ბულვარში საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოსაწყობად მერია 140 000 ლარზე მეტს დახარჯავს

ალია ავტორი - ალია
10:33 03-26-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
134

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოსაწყობად მერია 140 000 ლარზე მეტს დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.

სამუშაოები ითვალისწინებს როგორც მშენებლობა-მონტაჟს, ასევე ელექტრო, წყლისა და კანალიზაციის ქსელების მოწყობას. პროექტის მიხედვით, საპირფარეშო გათვლილია შშმ პირებზე. ამასთან, იქნება, როგორც ქალების და კაცების, ასევე ცალ-ცალკე ბავშვებისა და დედების საპირფარეშო ოთახებიც. სატენდერო თანხა 142 403 ლარია. გამარჯვებულმა სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან ორ თვეში უნდა დაასრულოს.

გაცნობებთ, რომ აღნიშნული საპირფარეშოს მოწყობა ბულვარის ადმინისტრაციას აქამდე სხვა ტენდერის ფარგლებში ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც ბულვარში ახალი საბავშვო კუთხის მოწყობას ითვალისწინებდა. საბავშვო კუთხისა და საპირფარეშოს მოსაწყობად კი მთლიანობაში 499 575 ლარი იყო გათვალისწინებული. თუმცა ეს ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. მიმდინარე წლის 31 იანვარს არშემდგარი ტენდერის შემდეგ ბულვარის ადმინისტრაციას განმეორებით ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია. 22 მარტს კი ახალი ტენდერი ცალკე საპირფარეშოს მოწყობაზე გამოაცხადა.

“ახალი საბავშვო სკვერის მოწყობაზე ტენდერი მეორედ ჩავარდა. კიდევ რომ გამოგვეცხადებინა და რომც შემდგარიყო, სამუშაოების დასრულება ზაფხულის სეზონის დაწყებამდე ვერ მოესწრებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ეტაპზე საპირფარეშო მაინც მოვაწყოთ, ვინაიდან, როგორც ადგილობრივებიდან, ასევე ვიზიტორთა მხრიდან არის მომართვიანობა და არის იმის აუცილებლობა, რომ ახალ ბულვარში საპირფარეშო იყოს. დღეს მხოლოდ ერთი საზოგადოებრივი საპირფარეშოა, ფართობი ახალი ბულვარის დიდია და ეს იქნება მეორე საპირფარეშო პრომინადთან ახლოს.

რაც შეეხება ახალ საბავშვო სკვერს, მის მოსაწყობად თანხას 2025 წლის ბიუჯეტში გავითვალისწინებთ. ბულვარის განაშენიანების გეგმის მიხედვით ვმოქმედებთ და ეს გეგმა ითვალისწინებს, როგორც საპირფარეშოს, ასევე საბავშვო სკვერის მოწყობასაც,” – განუცხადეს გამოცემას ბულვარის ადმინისტრაციაში.

საპირფარეშოს მოწყობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 7 აპრილს დაიწყება და 12 აპრილს დასრულდება. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს – “2021 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის შენობა-ნაგებობის მშენებლობა ან/და სამშენებლო ან/და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 356 ათასი ლარის ოდენობით.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved