• რეკლამა
  • კონტაქტი
22:37, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რადიკალებს ვეკითხებით, არიან თუ არა მომხრე ერთნაირსქესიანთა ქორწინების? ერთნაირსქესიანთა მიერ შვილის აყვანის? ბავშვისთვის სქესის გადაკეთების?” – მიხეილ ყაველაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:19 03-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
271

ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტში მთავარი აქცენტებია იმაზე, რომ მიუღებელია: ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ბავშვისთვის სქესის გადაკეთება, ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. ამ კანონპროექტის ძირითად ნაწილზე ქართული საზოგადოება თანხმდება, რადიკალები კი ცდილობენ, რომ რამე გამოჩხრიკონ, რაც საზოგადოების პროტესტს გამოიწვევს, – ამის შესახებ მედიასთან პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა, თუ რა შინაარსი და მიზანი აქვს მმართველი გუნდის მიერ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ წამოყენებულ საკანონმდებლო ინიციატივას.

„რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი ჩასაფრებულ პოზიციაშია, რომ რამე საკითხი იპოვონ და მასზე აპელირებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ისაუბრონ. ამიტომ, ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტში ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ინიციატივა არავის უფლებების დარღვევას არ გულისხმობს. პირიქით, ჩვენი უფლებები ირღვევა და მათ დაცვას ვცდილობთ.

ამ კანონპროექტში მთავარი აქცენტებია იმაზე, რომ მიუღებელია: ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ბავშვისთვის სქესის გადაკეთება, ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. ამ კანონპროექტის ძირითად ნაწილზე ქართული საზოგადოება თანხმდება, რადიკალები კი ცდილობენ, რომ რამე გამოჩხრიკონ, რაც საზოგადოების პროტესტს გამოიწვევს. ამიტომ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად პრინციპულები და თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ. ეს საკითხი ნამდვილად გვაწუხებს, მმართველი ძალა ვართ და ამ თემაზე რეაგირება უნდა გვქონდეს.

რადიკალებს პირდაპირ ვეკითხებით: არიან თუ არა მომხრე ერთნაირსქესიანთა ქორწინების? ერთნაირსქესიანთა მიერ შვილის აყვანის? ბავშვისთვის სქესის გადაკეთების?.. მარტივი კითხვებია, რასაც გაურბიან და ზეთსა და ბენზინზე გვესაუბრებიან. ამ მთავარ კითხვებს პასუხი უნდა გასცენ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

თეგები: მიხეილ ყაველაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved