• რეკლამა
  • კონტაქტი
23:25, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თამაში 8 წლის ასაკში, ქუთაისში დაიწყო” – ვინ არის ბუდუ ზივზივაძე

ალია ავტორი - ალია
02:26 03-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,144

ფოტო – საზოგადოებრივი მაუწყებელი

ბუდუ ზივზივაძის დუბლით საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა – 2:0. 30 წლის ფეხბურთელმა პირველი გოლი პირველ ტაიმში გაიტანა, მეორე გოლი კი მეორე ტაიმის დასაწყისში.

ბუდუ ზივზივაძემ ფეხბურთის თამაში 8 წლის ასაკში, ქუთაისის იმედის საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, სადაც ის თავდაპირველად ნახევარმცველად თამაშობდა.

2011 წელს თბილისის „დინამოში“ გადავიდა. ამ კლუბში გატარებული ოთხი სეზონის განმავლობაში ძირითადად პირველი ლიგის მონაწილე „დინამოს“ სარეზერვო გუნდში თამაშობდა.

2015 წელს ზივზივაძე უმაღლესი ლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „სამტრედიაში“ გადავიდა, სადაც საუკეთესოდ გამოავლინა თავისი შესანიშნავი საფეხბურთო თვისებები და საბოლოოდ ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა მათ ისტორიაში პირველი საჩემპიონო ტიტულის მოპოვებაში.

2017 წლის იანვარში კონტრაქტი დანიის სუპერლიგის კლუბ „ესბიერგთან“ გააფორმა, მაგრამ მის რიგებში მხოლოდ 13 მატჩი ითამაშა და ერთი გოლი შეაგდო, ხოლო 2018 წლის სეზონში იჯარით კვლავ თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა.

2018 წელს „თბილისის დინამოში“ თამაშის დროს გიორგი გაბედავსთან ერთად გახდა ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. ასევე, სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

2019 წლის ივლისში მან ხელი უნგრულ საფეხბურთო კლუბ „მეზოკოვეშდთან“ მოაწერა. ამ კლუბში მან 32 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

2023 წლის 31 იანვარს, 2022–23 წლების ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, ზივზივაძემ კონტრაქტი გააფორმა მეორე ბუნდესლიგის საფეხბურთო კლუბ „კარლსრუესთან“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved