• რეკლამა
  • კონტაქტი
09:30, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი და ველი ქალების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

ალია ავტორი - ალია
11:01 03-21-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
95

მარტი ქალების მხარდაჭერის თვეა. თიბისიმ და ველიმ ძალები გააერთიანეს, რათა მხარი დაუჭირონ ქალ მეწარმეებს როგორც გაყიდვების გაზრდაში, ისესაქართველოში წარმოებული პროდუქტებისპოპულარიზაციაში.  ამ მიზნით 20, 21, 22 მარტს ყველას, ვინც თიბისის  ნებისმიერი VISA ბარათით ქალი მეწარმეებისგან პროდუქციას VELI.store-ზე შეიძენს, დახარჯული თანხის 25 % უკან დაუბრუნდება.

აქციაში ის კომპანიები ჩაერთვებიან, რომლებიც ქალების მიერაა შექმნილი, მათ შორის არიან:„RECKLE$$“ – ჯენზი თაობისთვის შექმნილი ტანსაცმელი, mood.o – განსხვავებულ თემატიკისა და დიზაინის სახლის სუფრები, „ანწლიშოპი“ – ორიგინალური კედლის კალენდრები.

საკანცელარიო ნივთების ბრენდი „აწლიშოპი“ 3 წელია არსებობს, ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ტიპის მხარდაჭერა, რადგან აქციის შედეგად ცნობადობის და გაყიდვების გაზრდას ელოდება.

„საკანცელარიო ნივთებს ვამზადებთ და ვყიდით, ყველაფერი საქართველოში დამზადებულია, „ანწლიშოპი“ იყო ერთერთი პირველი, რომელმაცისეთი კედლის კალენდრების დამზადება დაიწყო, სადაც ყველაფერი შეგიძლია ჩაინიშნო. პირველად ფაბრიკის საშობაო ბაზრობაზე გაგვიცნო მომხმარებელმა, შემდეგ კი ველიზე დავიწყეთგაყიდვები. ამ ტიპის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ცნობადობის კუთხით, ისე მომხმარებლის კუთხით, რადგან ხალს ახალისებს ასეთი აქციები,“ – ანანო ნეფარიძე „ანწლიშოპის“ დამფუძნებელი.

„mood.o არის სახლის ნივთების ბრენდი, რომელსაც ჩემს მეგობრებთან ერთად ვაკეთებ. ჯერჯერობით ვებგვერდით არა გვაქვს, ყველანაირი მხარდაჭერის გარეშე ვიყავით და უცებ ამხელა მხარდაჭერა დაგვეცა. ზოგადად, ჩვენი ბრენდის ველიზე ყოფნას საოცარი შედეგები მოაქვს და ახლა ამას თიბისისგან 25 %-იანი ქეშბექიც დაემატა, რაც ჩემი აზრით, ძალიან წაახალისებს მომხმარებელს. ზოგადად მჯერა, რომ როდესაც ქალები უდგანან გვერდში ქალებში, იქ სასწაულები ხდება“, – ნინი ჩიქოვანი, mood.o-ს დამფუძნებელი.

„ძალიან საინტერესო აქცია წამოიწყეს თიბისიმ და ველიმ.  ზოგადად საქართველოში ჭირს საცალო გაყიდვები და ბრენდები ვცდილობთ, რომ საბითუმო გაყიდვებზე ვიყოთ ორიენტირებული, რაც იქნება მამოძრავებელი ძალა ჩვენი ბიზნესისთვის.

მაგრამ ველიმ, კლასიკური e-commerce-ისგამოყენებით, შეძლო ძალიან საინტერესო პლატფორმის შექმნა არა მხოლოდ ქალი მეწარმეებისთვის. ამიტომ ჩვენ სიამოვნებით ვთანამშრომლობთ მასთან, მეტიც, ველი განსაკუთრებით უყვართ ახალგაზრდებს და „რექსლესიც“ ძალიან კარგად ჩაჯდა ამ პლატფორმაზე.

ამ აქციის ფარგლებში კი, რომელიც გრძელდება სამი დღე, შეიქმნა სივრცე, სადაც ერთად თავმოყრილია საინტერესო პროდუქტები, რომლის უკანაც ქალები დგანან“, – სალომე გველესიანი, „რექლესის“ დამფუძნებელი.

VELI.store-ზე დაგხვდებათ „ქალების მხარდაჭერის ველი“, სადაც უამრავი ქალი მეწარმის მიერ დამზადებული პროდუქცია გაიყიდება. თიბისის VISA ბარათით ყიდვის შემთხვევაში კი დახარჯული თანხის 25 % უკან დაგიბრუნდებათ.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved