• რეკლამა
  • კონტაქტი
00:58, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა

ალია ავტორი - ალია
11:27 03-19-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
164

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა პროფესიონალური კარიერა დაასრულა. ამის შესახებ „ლიპომ“ „მოგვერდთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა და საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრა.

„გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო, ამაზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ სპორტიდან წავსულიყავი, რის შემდეგაც როგორც გულშემატკივრების, ისე ოჯახის, სპორტსმენებისა და მწვრთნელების მხრიდან იყო დიდი თხოვნა, რომ დავბრუნებულიყავი.

გუნდში ჩემი დაბრუნება ამან განაპირობა და ასევე, კონკურენციაც უნდა შეგვექმნა და მეც, მინიმუმ ერთი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა მეცადა. პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ, მონაწილეობა მივიღე და ყველაფერი ვცადე, რისი გაკეთებაც შემეძლო. ასაკით პატარა აღარ ვარ, უკვე 35 წლის ვარ, 3 შვილის მამა ვარ და ვფიქრობ, რომ დროა მომავალ თაობას გზა დავუთმო. ის, რაც ჩემი მხრიდან იყო შესასრულებელი, ვფიქრობ, პირნათლად შევასრულე. მაქსიმალურად ვეცადე, რომ დიდხანს ვყოფილიყავი და კონკურენცია დიდხანს შემექმნა. ნათქვამია, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ ეს დრო და გადაწყვეტილება სწორია. ვეღარ ვარ ისეთი, როგორიც ვიყავი და კიდევ ვიძახი, რომ ჯობია გვერდით გავიწიო და გზა დავუთმო ახალგაზრდა თაობას. გულშემატკივარი სპორტში ყველაზე მთავარი, ძვირფასი და დასაფასებელია, იმიტომ რომ თუ გულშემატკივარი არ გყავს და მათ მხარდაჭერას ვერ გრძნობ, ძალიან ძნელია ამდენი წელი მაღალ დონეზე ასპარეზობა.

შეიძლება, პირადულად რაღაც წარმატებას აღწევ, იმ მომენტში გიხარია და ბედნიერი ხარ, მაგრამ ეს კვარცხლბეკიდან ჩამოსვლის შემდეგ მთავრდება და იწყება ყველაზე მთავარი – ურთიერთობა გულშემატკივართან. როდესაც შენი მეგობარი, ან ნათესავი გხვდება და იმის თვალებში ამჩნევ, რომ მას შენი წარმატებით ბედნიერება მოუტანე, ეს ყველაზე სასიხარულოა. ჩემთვის ყველაზე მთავარი და ყველაზე ძვირფასი ყოველთვის ეს იყო. მინდა, ყველა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, რადგან ამას მთელი ცხოვრების განმავლობაში ვგრძნობდი“, – თქვა სპორტსმენმა.

ცნობისთვის, ლიპარტელიანმა ძიუდოისტის კარიერა ჯერ კიდევ 2021 წელს, ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ დაასრულა, თუმცა, გულშემატკივრების დიდი არმიის თხოვნით დაბრუნება გადაწყვიტა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved