• რეკლამა
  • კონტაქტი
23:03, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

15 წელი მიესაჯა ცოლ-ქმარს, რომელთა ნაჩუქარი იარაღიდან შვილმა 4 კლასელი მოკლა – აშშ

ალია ავტორი - ალია
17:57 03-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
134

აშშ-ში, მიჩიგანის შტატში გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის დამნაშავედ ცნეს კაცი, ჯეიმს ქრამბლი რომლის შვილმაც მისი ნაჩუქარი ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ოთხი თანაკლასელი მოკლა. დაახლოებით ერთი თვის წინ, ამავე ბრალდებით თინეიჯერი თავდამსხმელის დედაც, ჯენიფერ ქრამბლიც დააპატიმრეს. ორივე მშობელს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

2021 წელს 15 წლის ითან ქრამბლიმ მშობლებისგან ნაჩუქარი იარაღით სკოლაში ცეცხლი გახსნა და ოთხი თანაკლასელი მოკლა. ითანს სასამართლომ უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჯენიფერ ქრამბლიმ სასამართლოზე დაადასტურა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ითანს მამამ, ჯეიმს ქრამბლიმ საშობაო საჩუქრად მიუტანა.

ითან ქრამბლის მიერ სკოლაში ცეცხლის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე სკოლის მასწავლებელმა ჯენიფერ ქრამბლის დაურეკა და უთხრა, რომ მის მერხზე ძალადობრივი ხასიათის ნახატი იპოვა და მათ ფსიქოლოგთან დაკავშირება ურჩია. პროკურატურის ბრალდებით, ჯენიფერ ქრამბლმა არ გაითვალისწინა მასწავლებლის რჩევა, შვილი სკოლიდან სახლში არ წამოიყვანა და არ მიაქცია ყურადღება შვილის მენტალური პრობლემების ნიშნებს. რამდენიმე საათში ითან ქრამბლიმ კლასში 30 ტყვია ისროლა, მოკლა ოთხი თანაკლასელი და დაჭრა – ექვსი.

სასამართლოზე ასევე წარმოადგინეს 15 წლის ითანის დღიური, სადაც თინეიჯერი წერდა, რომ ის მისი ფსიქიკური პრობლემების დასაძლევად დახმარებას ვერ იღებდა და სკოლაში ცეცხლის გახსნაზე ფიქრობდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved