• რეკლამა
  • კონტაქტი
11:50, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართველ ჩემპიონს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს – დეტალები

ალია ავტორი - ალია
17:38 03-14-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,656

ძიუდოში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე პარიზის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს. ამის მიზეზი ანტიდოპინგური სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც 26 წლის სპორტსმენს ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების აღმოჩენის გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

როგორც საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, სპორტსმენმა 2023 წლის 12 აპრილს, არასაშეჯიბრო ტესტირების დროს ჩააბარა ნიმუში, რომელიც გაიგზავნა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ (WADA) აკრედიტებულ ლაბორატორიაში, გერმანიის ქალაქ კიოლნში.

სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებაში წერია, გერმანულ ლაბორატორიაში მაისურაძის ნიმუშში „ოსტარინი” აღმოჩნდა, რომელიც WADA-ს აკრძალული სიის S1 კლასის მიხედვით ითვლება აკრძალულ განუსაზღვრელ (არა-სპეციფიკური) ნივთიერებად.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ლუკა მაისურაძის საკითხის შუალედური განხილვის დროს საქმეში წარმოდგენილი იყო საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების რეაბილიტოლოგის – დიმიტრი ბაღათურიას ახსნა-განმარტებაც, რომელიც აღნიშნავდა, რომ სპორტსმენი მასთან კონკრეტული ჩივილებით მივიდა მარტის ბოლოს და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით  მოიძია ახალი პრეპარატი.

მისი განმარტებით ირკვევა, რომ გადახედა შემადგენლობას, დარწმუნდა, რომ მასში სპორტსმენისთვის საზიანო არაფერი იყო, არც რომელიმე აკრძალულ ნივთიერებას შეიცავდა და ამის შემდეგ მისცა ლუკა მაისურაძეს. სპორტსმენის მხარე განხილვაზე მიუთითებდა, რომ მაისურაძე ენდო რეაბილიტოლოგს, თუმცა, ვიდრე დაიწყებდა დანამატის გამოყენებას, მაინც გაეცნო ეტიკეტს, სცადა ინტერნეტში გუგლის მეშვეობით მოეძიებინა ინფორმაცია მისი შემადგენლობის შესახებ, თუმცა საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved