• რეკლამა
  • კონტაქტი
03:24, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაგრად ტეხავს კეზერაშვილის გავლით ახლა მიშას ურტყამდე…” – თამარ ბუჩუკური

ალია ავტორი - ალია
14:28 03-14-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,783
პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
რა “ღირს” საქართველოში მანქანიდან გადმოსმა და ტელეკომპანიების საკუთრებაში ქონა? მორალურად ძვირი!
“თუ მაწყობს ნახევარი ჭიქა ნახევრად ცარიელია და თუ მაწყობს – ნახევრად სავსე” ხალხი მაგრად მაშინებს
სანამ ხალხი ენმ-ში იყო, კეზერაშვილი თავის BBC-ის მასალიანად, სრულიად მისაღები იყო. მას შემდეგ, რაც ენმ დატოვეს იგივე კეზერაშვილი იგივე BBC-ის მასალებით შავი ლაქა გახდა იგივე ხალხისთვის. ეს როგორ❓️ მას შემდეგ, რაც ენმ-დან მათთვის გარკვეული ბენეფიტების მიღების პერსპექტივა დაკარგეს თავიანთი წასვლის მიზეზით კეზერაშვილს “კეთროვანის” მანტია წამსვე მოარგეს…
ამგვარ დამოკიდებულებას რაც ჰქვია ყველამ ვიცით და აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. აპოლიტიკური პოსტია და აქცენტი ადამიანობაზეა. ისე გემრიელად არსად ლოკავენ საკუთარ გადაფურთხებულს, როგორც – წილხვედრში და ეს ძალიან მაწუხებს.
თუ გასული წლის მარტში კეზერაშვილის სიკეთეების მეხოტბე იყავი, ამა წლის მარტში სალანძღავი რადაა იგივე კაცი იგივე საქმით, საერთოდ ვერ მესმის. თანაც გასულ წელს, კეზერაშვილის დამმუნათებელ მელიას რომ უმადურობასა და მისი ფულით ცხოვრებაში ადანაშაულებდი და ახლა, რომ კოლექტიურ მელიებს შეუერთდი, ეს როგორ ხდება?..
იცავდით კეზერაშვილს მაშინ, როცა მხოლოდ BBC-ის მასალა არსებობდა და ახლა, როცა კოლუმბიის სასამართლოში (და არა თადუმაძე-მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოში‼️) თვით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივლა დაუსაბუთებლად ვიზის გაუქმების გამო, ახლა ამუნათებთ… თანაც, რადიო თავისუფლების მასალის ცნობით, ვიზაზე უარს წინ უსწრებდა BBC-ის მასალის გამოქვეყნება, რაც შესაძლოა, შესწავლის გამო მოხდა და არა კრიმინალის. ეს რუსეთი არ არის, სადაც ყველაფერი მოსულა, კრიმინალი არ უჩივის შტატებს მეგობრებო, უფრო პირიქით ხდება ამერიკაში…
დასავლურობას მოიშველიებთ გუშინ კეზერაშვილის დაცვაში და დღეს ლანძღვაში❓️ვერ გამოდგება არგუმენტად… არგუმენტი მაშინ იქნება, როცა სასამართლო დასკვნას დადებს. ადამიანი ევროპაში ცხოვრობს და ევროპელებს ძარცვავსო, BBC- ის რუსული ბიუროს გამოცემა ამბობს და არა ამტკიცებს და ამ დროს, ევროპას სპეცსამსახურები არ აქვს თუ აძარცვინებს ძალად თავისსავე მოქალაქეებს❓️თუ კეზერაშვილს თავისუფლებაზე ყოფნა მობეზრდა და თავად ამერიკას აიძულებს მის საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარდგენას შემდგომი პატიმრობის მიზნით❓️
გულდასაწყვეტია ისეთი ადამიანების სახე ცვლილება, რომლებიც მუდამ ბრძოლის წინა ხაზზე გვეგულებოდნენ… სამწუხაროა, ომის მინისტრებთან ბრძოლა მაშინ, როცა დიდი ზარზეიმით უკრაინის მიღწევებს მიმდინარე ომში, ამაყად პოსტავ და რუსული მონსტრის წინააღმდეგ მეომარი ქართველი ძალოვანი მინისტრების ლანძღვაში მელიას უჯოკრავ.
კიდევ ძალიან უხერხულია, დღეს, კეზერაშვილს ტელევიზიის საკუთრებაზე უთითებდე, როცა შარშან ტაშს უკარვდი იგივე კაცს ტელეკომპანია “ფორმულას” აქციების თანამშრომლობისთვის ჩუქებაში..
ამ ყველაფრის ადრესატი კახა კვეკვესკირია, რომლის ბრძოლაც ნანახი მაქვს და გული მწყდება მის დეგრადაციაზე. კეზერაშვილი ძალიან კარგი იყო, როცა მას და ნიკა ნარსიას ოფისი უქირავა, სადაც ორჯერაც არ ყოფილან და პარალელურად სოლიდურ ხელფასს უხდიდა. როცა ეს სარგებელი მოეხსნათ მელიასთან კვეკვესკირის შეხვედრის და დიდი შერიგების გამო ენმ-დან წასვლის შემდეგ, იგივე კეზერაშვილი შავი ლაქა გახდა. ფულს სუნი არ აქვსო, თქვეს და წავიდნენ უ-ნაყოფოდ…
P.S. ძალიან თავისუფლად ვწერ სტატუსს, რადგან მგონი, ერთადერთი ოპოპარტია ვართ “კანონი და სამართალი”, სადაც 1 თეთრიც კი არცერთი ბიზნესმენისგან არ მიგვიღია, მათ შორის – კეზერაშვილისგან. ჩემი პარტიის ლიდერი არც ფორმულაზე ზის და არც მაგ: ხაზარაძე-მელიას ტვ პირველზე… ასე, რომ სუბიექტურობაში ვერავინ დამადანაშაულებს‼️
უბრალოდ მაგრად ტეხავს, შარშან რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა რომ გვახსოვდა და ახლა, მხოლოდ კეზერაშვილის გავლით მიშას ურტყამდე…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved