• რეკლამა
  • კონტაქტი
17:27, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მამა… მამა… მამა…“ – გვერდიდან არ ჩანს, რა @ლე ეტაკა მამას, შვილს რომ არ პასუხობს” – ალეკო შუღლაძე

ალია ავტორი - ალია
19:24 03-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
368

მწერალი, ალეკო შუღლაძე:

უაზრო „ბოევიკის“ ყურება ხომ დიდი ტანჯვაა, მისი არ ყურება და გვერდითა ოთახიდან მოსმენა, ასჯერ მეტი წამებაა. ორი საათი და ოცდაათი წუთი სულ რაღაც ფეთქდება, მიდის ჩხუბისა და ჭიდაობის ხმები, ღრიანცელი, ჭინთვები, მტლაშა-მტლუში, უჭკუო შეძახილები…
ასევე საშინელებაა, როცა ვინმე ვინმეს ეძახის: „მამა… მამა… მამა…“
და ეს არ მთავრდება. გვერდიდან არ ჩანს, რა *ლე ეტაკა მამას, შვილს რომ არ პასუხობს, ეს გამხმოვანებელიც რომ არ ჩერდება: „მამა… მამა… მამა…“
ერთხელ „მამას“ – 28 დაძახება დავთვალე.
ახლა წივილი. ვიღაცას მისდევენ, თუ უკვე დაიჭირეს, თუ რას უშვრებიან, არ ვიცით, ის კი წივის. ეგეთი რეჟისორი უნდა გააგდო საერთოდ, ვინც ამდენ წივილს ტენის სცენაში.
„მიშველეთ, მიშველეთ, მიშველეთ, მიშველეთ…“ ვერ ხვდები, რომ არავინ მოდის საშველად, მოკეტე რა!
აუტანელია ასეთი კომბინაცია: „მიშველეთ… ჯეკ… მიშველეთ… ჯეკ… მიშველეთ… ჯეკ… ჯეკ… ჯეკ, ვაიმე, ჯეკ… ვაიმე, ჯეკ… “
ჯეკ შენა და ნიკო მუნჯის!
მოჩვენება-გოგონა-თოჯინას რომ მიჩვენებ, შეღებილს, ეშვებით და თან რომ წივის, ეგეთი რეჟისორი საერთოდ უნდა გააგდო.
„არ მომეკარო, გესმის, არ მომეკარო! არ მომეკარო, გესმის, არ მომეკარო! მამა… მიშველეთ… მამა! არ მომეკარო, გესმის, არ მომეკარო… ხელი გამიშვი… ხელი გამიშვი… ხელი გამიშვი! მამა! მიშველეთ! არ მომეკარო, გესმის, არ მომეკარო!“
ძალიან ცუდად ჩანს სიცილის სცენები. მაგალითად, მთავარ გმირს რომ დასცინიან და ეს კი ცუდადაა. კარგი, რამდენ ხანს უნდა იცინონ იმათმა? გაიცინეს, მორჩა. რა ისეთი სასაცილო რამ შეიძლება მოხდეს, რომ ადამიანები, თუნდაც ბოროტები, 1 წუთი ყალბად იცინოდნენ. ეს გარეთ გარბის, მირბის და სიცილი გრძელდება კიდევ ორი წუთი, ხალხი იცინის და ერთმანეთს უყურებენ და სულ იციან, რა *ლეები ეტაკათ, ვერ მიხვდები.
ანდა, „გაშეშდით“, დაიყვირა რეჟისორმა და გაშეშდა მასოვკა-ფონი, წინ ტრაგედიაა, უკანა სტატისტების ბრიგადაა გაშეშებული, გამოვდივართ, ვშორდებით ნელ-ნელა და მასოვკა სულ გაშეშებულია, ზოგიერთს ცისკენ აღუპყრია ხელები და ასეა გაშეშებული… ან პირჯვარი გადაიწერე, ან ვინმე მუხლებზე დაეცეს, ან რაღაც საერთო მოძრაობა წავიდეს. არა, გაიყინა სასტავი. ეგეთი ფილმების კონკურსი უნდა გაკეთდეს სადმე, მე ვიქნები ჟიურის თავმჯდომარე, გამარჯვებული ის იქნება, ვინც ბოლოზე გავა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი
ახალი ამბები

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი

14:53 10-28-2026
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
ახალი ამბები

საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

14:10 10-28-2026
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved