• რეკლამა
  • კონტაქტი
16:09, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მღვდელი ცდილობდა სახლში შეჭრას და ძალადობით ემუქრებოდა” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

ალია ავტორი - ალია
16:57 03-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა და  დაბა ადიგენში  2024 წლის  8 მარტს განვითარებული მოვლენების სამართლებრივი შეფასება და სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის  (დევნა) საფუძველზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოძიების წინაშე იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის ინტერესებს წარმოადგენს.

ცენტრის ცნობით, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი 2024 წლის 8 მარტს გავრცელებული ინფორმაცია და ვიდეო მასალა, რომელიც აჩვენებს დაბა ადიგენში რელიგიური მიზნით მოქმედი შენობის მესაკუთრის, იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის მიმართ ძალადობრივი მუქარის და სიძულვილის ენის გამოყენების, ასევე რელიგიურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს.  კერძოდ, 8 მარტს პარასკევის ტრადიციული ჯუმა ლოცვის დროს მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი (200-მდე ადამიანი)  დაბა ადიგენში იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ შენობასთან შეიკრიბა და იქ მყოფ მუსლიმებს სახლის დატოვება მოსთხოვა.[1]  ამ დროს   იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ შენობაში მხოლოდ 3 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ლოცვას  აღავლენდნენ.

გავრცელებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ  ზარზმის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ გეწაძე, პოლიციის კორდონის მიუხედავად, ცდილობდა იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის სახლში შეჭრას და ძალადობით ემუქრებოდა მას.  [2] ვიდეოში ისმის ნიკოლოზ გეწაძის ხმა და  იგი შემდეგი სიტყვებით მიმართავს მერაბ მიქელაძეს :“გაგიხევ სახეს შე  [გინება]”, “დედას ვფიცავარ თუ არ დაგტოვო კოჭლი სამუდამოდ.” მღვდელი ასევე უთითებდა: “ეს სახლი შენი ვერასდროს ვერ იქნება” და შემდეგ მისი თანმხლებლები პირები იმეორებდნენ:  “ჩვენი იქნება, ქართველი ხალხის,” “ქრისტიანების იქნება.”

აღსანიშნავია, რომ წინა პარასკევს, პირველ მარტს ასევე ჰქონდა ადგილი მსგავს ეპიზოდს, როდესაც მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა, მათ შორის ნიკოლოზ გეწაძემ,  მუსლიმებს ამ შენობის დატოვება მოსთხოვეს. მუსლიმი თემის შევიწროების მსგავსი ეპიზოდი მოხდა 2023 წლის ივლისის თვეშიც.  .[3] მაშინაც  ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირები მერაბ (იუსუფ) მიქელაძის შენობასთან მივიდნენ და მუქარით მუსლიმი ლიდერებისგან რელიგიური საქმიანობის შეწყვეტა მოითხოვეს. ადგილზე მოხდა სიტყვიერი შელაპარაკებაც, რომელიც  პოლიციამ განმუხტა. მომხდარის შემდეგ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით, მართლმადიდებელ და მუსლიმ სასულიერო პირებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რის შემდეგაც  კონფლიქტისა და დაპირისპირების  თავის აცილების მიზნით, დათმობაზე წასვლა მოუწიათ. კერძოდ, ისინი დათანხმდნენ, რომ დაბა ადიგენში იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ შენობაში დროებით გააგრძელებდნენ ლოცვას ვიდრე, მოშორებით მდებარე სოფელ იჯარეთში ადგილობრივი თვითმმართველობა არ შეუძენდა ახალ ფართს რელიგიური საქმიანობისთვის. თუმცა, ამ დრომდე თვითმმართველობას არ გადაუცია მუსლიმებისთვის ალტერნატიული შენობა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მუქარის, დევნისა და რელიგიური საქმიანობისთვის ხელშეშლის არც ერთ ეპიზოდს სამართალდამცავი ორგანოების სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. მუქარისა და შევიწროების განგრძობადობა, ასევე რელიგიური შეუწყნარებლობის აშკარა მოტივი აჩვენებს, რომ რომ ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლისა და სასულიერო პირების, მათ შორის, ნიკოლოზ გეწაძის მხრიდან სავარაუდოდ ადგილი აქვს დევნას რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, რაც დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით. აღნიშნული დანაშაულის გამოძიება კი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მანდატში ექცევა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ადიგენის მუნიციპალიტეტში ქართველი მუსლიმი თემის უფლებების შეზღუდვის პირველი შემთხვევა. წინა წლებში ქართველი მუსლიმი თემის უფლებების დარღვევას სახელმწიფოს მხრიდან სათანადო სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია, რაც დაუსჯელობის კლიმატს ქმნის და ძალადობის განმეორების რეალურ წინაპირობებს აჩენს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს მძიმე გავლენა აქვს არა მხოლოდ კონკრეტულ მსხვერპლებზე, არამედ მთელს თემზე, რომელსაც უფლების დარღვევის მსხვერპლი მიეკუთვნება. მას მძიმე  ასევე მძიმე გავლენა აქვს სოციალურ მშვიდობაზე და განსხვავებული ჯგუფების დემოკრატიული თანაარსებობის პრინციპზე. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მსგავსი დანაშაულების გამოუძიებლობა უმცირესობებში აღრმავებს მარგინალიზაციის და დაუცველობის განცდას და მკვეთრად ამცირებს ნდობას სამართალდამცავი ორგანოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.[4] სწორედ ამიტომ მსგავსი დანაშაულების დაუსჯელობა აღრმავებს მუსლიმი თემის მარგინალიზაციას და  დაუცველობას და წარმოშობს უთანასწორობასა და სოციალურ კონფლიქტებს საზოგადოებაში.  [5]

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მომხდარს   მოჰყვეს დროული და სათანადო რეაგირება და ქართველი მუსლიმი თემის უფლებების დაცვისთვის სახელმწიფომ რეალური სამართლებრივი გარანტიები შექმნას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

  • დროულად  დაიწყოს  ადიგენში ქართველი მუსლიმების განგრძობადი დევნის ფაქტის გამოძიება  და  საქმეზე ეფექტიანი რეაგირებისთვის  ყველა  საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მათ შორის, დევნაში ჩართული სასულიერო პირების დროული გამოკითხვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved