• რეკლამა
  • კონტაქტი
16:27, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შემთხვევაში დატოვებს სომხეთი ОДКБ–ს? – ფაშინიანი

ალია ავტორი - ალია
14:33 03-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
771

სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას [ОДКБ], თუ ორგანიზაცია არ უპასუხებს ერევნის მიერ დასმულ კითხვებს ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიასთან დაკავშირებით – ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ახლა ჩვენ ვითხოვთ, ველით და მოვითხოვთ, რომ ჩვენი პატივცემული ОДКБ-ს პარტნიორებმა უპასუხონ კითხვას: რა არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სფერო სომხეთში“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთს ორგანიზაციისთვის პრობლემები არ შეუქმნია და ისინი წარმოიშვა მას შემდეგ, რაც ერევანმა წამოჭრა ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ზონის საკითხი რესპუბლიკაში და პასუხი ვერ მიიღო.

მისივე თქმით, სომხეთმა მიიღო გარანტიები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან, რომ მზადაა აზერბაიჯანთან საზღვარზე სამშვიდობო ძალები განალაგოს, მაგრამ ორგანიზაციას რესპუბლიკაში მისი პასუხისმგებლობის ზონა არ მიუთითებია.

ფაშინიანის თქმით, თუ ОДКБ უპასუხებს და ეს პასუხები შესაბამისი იქნება ერევნის იდეების, სომხეთსა და ორგანიზაციას შორის არსებული პრობლემა მოგვარდება – „წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთის რესპუბლიკა დატოვებს ОДКБ -ს. როდის, ვერ ვიტყვი, – განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, თებერვალში, სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) თავისი წევრობა გაყინა. ქვეყანა არ მონაწილეობს ორგანიზაციის შეხვედრებში და არ ჰყავს მუდმივი წარმომადგენელი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი
ახალი ამბები

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი

14:53 10-28-2026
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
ახალი ამბები

საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

14:10 10-28-2026
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved