“ქართული ოცნების” წევრი არჩილ თალაკაძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა ვეთინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, რეალურად, იგივეა, რაც სასამართლოს წმენდა ენმ-ს მეთოდებით. სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ აღნიშნული ტესტის გავლა სასამართლოს სიკეთეს ვერ მოუტანს.
ვეთინგი, რეალურად, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” და მათი ლობისტების შემოთავაზება და ვეთინგი მათი გაგება, სინამდვილეში რასაც გვთავაზობენ, ეს არის სასამართლოს წმენდა “ნაციონალური მოძრაობის” მეთოდებით. მათ დაახლოებით ასე გააკეთეს 2004 წელს. ამან მოუტანა სასამართლოს ის, რომ ის სრულიად გახდა დაქვემდებარებული და მონოპოლიზებული ხელისუფლების მიერ, – ამბობს თალაკვაძე.
კომენტარები