• რეკლამა
  • კონტაქტი
07:51, სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბახმაროს პროექტი არცერთ ჩამოთვლილ კომპონენტს არ ითვალისწინებს” – ირაკლი ჟვანია

ალია ავტორი - ალია
20:36 03-07-2024
- ახალი ამბები, კონტროლი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
390
არქიტექტორი, ურბანისტი ირაკლი ჟვანია:
ბახმაროზე საუბრისას მნიშვნელოვანია ისიც ითქვას როგორი მიდგომაა არასწორი და რა გადაწყვეტა იქნებოდა მისაღები თუ მართებული. უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას შენობის მასშტაბურობას. ზუსტად იგივე სამშენებლო მოცულობა თავისუფლად შეიძლება გეგმარებით-არქიტექტურულად გადაწყდეს იმგვარად რომ ჩაეწეროს გარემოში და მიესადაგოს ლანდშაფტს. ამისათვის საჭიროა ერთ დიდ შენობაზე უარის თქმა და იგივე ოდენობის კვადრატული მეტრების გადანაწილება რამდენიმე უფრო მცირე მოცულობის შენობებში. ანუ როდესაც იქმნება სასტუმრო ან აპარტამენტების კომპლექსი.
პირველ რიგში უნდა მოხდეს საპროექტო მოცულობების დანაწევრება. შემდეგ, არქიტექტურა უნდა ატარებდეს მთის ხასიათს და ითვალისწინებდეს ალპურ ესთეტიკას. ეს გამოიხატება ხის მასალის გამოყენებაში, თუნდაც ფასადების მოპირკეთების დონეზე, და ორქანობიანი სახურავებით “თამაშში”.
ფოტოებზე მოყვანილ მაგალითებში ჩანს საკმაოდ დიდი და ერთიანად განვითარებული სასტუმრო და აპარტ-ოტელების კომპლექსები. არსად არ დგას ერთი დიდი შენობა, გამოყენებულია რამდენიმე ერთნაირი, შალეს (Chalet, ალპებისათვის დამახასიათებელი ისტორიული საცხოვრებელი სახლი) ტიპის შენობები. იმისათვის რომ ოპერირება იყო ადვილი და სხვადასხვა ფუნქციები ყველასთვის ხელმისაწვდომი, რამდენიმე ან ყველა შალე ერთმანეთთან პირველი სართულის დონეზე დაკავშირებულია საერთო სივრცით, რომელიც ფერდზე უკანა მხრიდან მთლიანად მიწაშია, ხოლო ფასადის მხარეს ქვით არის მოპირკეთებული ბრტყელი გადახურვით და ფაქტიურად რელიეფში შესმულ ტერასად იკითხება. აქ განთავსებულია აუზები, ლობი, რესტორნები, სკი-დეპო და ა.შ. ამ დონიდან ცალკეულ შალეებში ხვდებიან კიბის უჯრედით და ლიფტებით. მეორე შემთხვევაში, რამდენიმე შალე ერთმანეთთან კუთხეებით არის გადაბმული, სადაც ერთიდან მეორეში გადასასვლელი კორიდორია მოქცეულია და საერთო ხედში სრულიად ცალ-ცალკე მდგომად აღიქმებიან. ამ კომპლექსებს აქვთ მიწისქვეშა ავტოსადგომებიც, რომლის მხოლოდ შესასვლელი ჩანს.
ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით – ფასადების მასალები, ორქანობიანი სახურავის დახრები და მოცულობების გადანაწილება, სრულიად შესაძლებელია ზუსტად იგივე რაოდენობის სამშენებლო მოცულობის მიღება, რაც ჩვენთვის უკვე ნაცნობ და მიუღებელ პროექტშია ჩადებული. მაგალითად, თუ ორბის კომპლექსი დაახლოებით 20 ათას კვადრატულ მეტრზეა გათვლილი, სრულიად შესაძლებელი იყო 500-600 კვ.მ. მოშენების ფართის ერთი შალეს გათვლა ოთხ სართულზე, მეხუთე სართულის მანსარდულად სახურავის ქვეშ მოქცევით და ამგვარად 2200-2700 კვ.მ. მიღება, ასეთი სულ საჭირო იქნებოდა დაახლოებით 8 ცალი.
საფრანგეთის და შვეიცარიის მაგალითების ფოტოებზე ჩანს ეს ყველაფერი როგორ გამოიყურება (ორი საპროექტო რენდერია, ორიც რეალურად განხორციელებული).
ასეთი მიდგომით შეიქმნება მთის ლანდშაფტისათვის დამახასიათებელი არქიტექტურა, მიიღწევა იგივე რაოდენობის ოთახები და დასვენებისთვის საჭირო საზიარო სივრცეები (სპორტული დარბაზი, კაფე თუ მაღაზია) და შეიქმნება ყველასთვის მისაღები განაშენიანების ხასიათი. რამდენიმე მოცულობად დაყოფილ კომპლექსში აღარ იქნება უზარმაზარი კედლებით შემოზღუდული მონსტრი, გაიხსნება შენობებს შორის სივრცე საიდანაც მოხდება აერაცია და შემოვა მზის განათება, უფრო მეტ მხარეს გაიხსნება თითოეული შენობიდან ხედი, განაშენიანება გამოჩნდება ფერდზე შეფენილი და რელიეფს მორგებული, სახურავები გაიმეორებენ მთის კონტურებს და ჩამოყალიბდება ყველასთვის მიმზიდველი გარემო. ამას ყველაფერს ჭირდება ცოდნა და მონდომება, ასეთ გეგმარებით-არქიტექტურულ მოთხოვნებს ჭირდება ქალაქგეგმარებით დოკუმენტებში გათვალისწინება და ამის განხორციელებას ჭირდება მთაში პროექტირების გამოცდილება. მოცემული პროექტი არცერთ ჩამოთვლილ კომპონენტს არ ითვალისწინებს, ეს შენობა შეიძლება იდგეს ზღვის პირას ან ქალაქში. მასში არაფერი იმაზე არ მიუთითებს რომ იგი სამთო, ალპური გარემოსათვის შეიქმნა.

“შეუძლებელი გახდა კომპანიასთან კომუნიკაცია” – მიმართვა პრემიერს – “ბახმაროს გადასარჩენად”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
ახალი ამბები

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

17:45 09-07-2026
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

13:51 09-07-2026
წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved