ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე:
ჩანაცვლება – განმარტებითი ლექსიკონი :ერთი რაიმეს (ვინმეს) შეცვლა მეორეთი, მისი ადგილის დაკავება, მის მაგივრად რაიმეს გაკეთება.ჩანაცვლება არ ნიშნავს
განკურნებას ;ჩანაცვლება არ ნიშნავს რეაბილიტაციას ;
ჩანაცვლება არ ნიშნავს
ნარკოტიკების გარეშე ცხოვრებას;ჩანაცვლება ნიშნავს ქუჩის ინექციური ნარკოტიკის ჩანაცვლებას სამედიცინო პრეპარატით – ნარკოტიკული ნივთიერებით ( მეთადონით , სუბოქსონი )
ჩანაცვლებითი თერაპია ნიშნავს
ნარკოტიკებისგან მიყენებული ზიანის შემცირებას ;ჩანაცვლებითი თერაპია ნიშნავს ინექციური ნარკოტიკიდან პერორალურ ნარკოტიკზე გადასვლას ;
ჩანაცვლებით თერაპია ნიშნავს ზედოზირებისგან დაცვას ;
ჩავალებითო თერაპია ნიშნავს აივ-შიდსის, C და B ჰეპატიტის რისკების შემცირებას ;
ჩანაცვლებითი თერაპია ნიშნავს
ადამიანების საზოგადოებაში რესოციალიზაციას;ჩანაცვლებითი თერაპია ნიშნავს კრიმინალის შემცირებას.
ჩანაცვლებით თერაპიაში ხვდებიან +21 ადამიანები, რომლებიც მინიმუმ 3 წელი მოიხმარენ ქუჩის კუსტარულ ნარკოტიკებს ( ჰეროინს, მორფს, მეთადონს,ფენტანილს და ა.შ. )
კომენტარები