• რეკლამა
  • კონტაქტი
04:49, პარასკევი, 1 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის კომუნიკაციების სახელოსნოს მონაწილეებმა ფინალური პროექტები წარადგინეს

ალია ავტორი - ალია
13:34 03-07-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
159

თიბისის ტრენინგ ცენტრში, ახალგაზრდებისთვის, გარდა თეორიული ლექციებისა, მოეწყო რეალური სამუშაო გარემო. მონაწილეები, სამი თვის განმავლობაში, ეუფლებოდნენ მოლაპარაკების ხელოვნებას, მიზნების და სურვილების მკაფიოდ და დამაჯერებლად გადმოცემას, აუდიტორიის წინაშე საჯაროდ გამოსვლის ტექნიკებს; ისწავლეს საერთო მიზნის მისაღწევად სხვებთან თანამშრომლობა – მსჯელობა,
გადაწყვეტილების მიღება, საერთო საქმის მართვა, გუნდურად მუშაობა და სხვა. კურსის ფარგლებში, მონაწილეები, გუნდებად მუშაობდნენ და ბოლოს, საკუთარი პროექტები წარადგინეს, რომელთა შორისაც იყო მენტალური ჯანმრთელობის ჩატბოტი. მის შექმნაზე, ის მოსწავლეები მუშაობდნენ, რომლებმაც მანამდე, თიბისის ტექსკოლაში, ჩატბოტების შექმნის კურსი გაიარეს.
„კომუნიკაციების სახელოსნოში დეტალურად და საინტერესოდ შევისწავლეთ, თუ რას ნიშნავს რეალურად კომუნიკაცია. ადრე თუ ვთვლიდი, რომ კომუნიკაცია ჩემი ძლიერი მხარე იყო, კურსის ფარგლებში ნელ-ნელა ვიაზრებდი მის სიღრმისეულ ნაწილს. კურსის დახმარებით, დღეს გამართულად შემიძლია საჯარო პრეზენტირება, ისევე როგორც პატარა აუდიტორიის წინაშე, საკუთარ თავთან და ერთ ადამიანთან კომუნიკაცია. ამ ყველაფერს მიღმა, აღსანიშნავია, რომ პროექტის განსაკუთრებულობა სწორედ იმაში
მდგომარეობს, რომ კომუნიკაციებთან ერთად, შეისწავლი საკუთარ თავს, ხვდები თუ როგორ შეგიძლია ამ ყველაფრის გადაანალიზება, ჯგუფურ მუშაობასთან ერთად, იაზრებ საკუთარ პასუხისმგებლობას და საბოლოოდ, ქმნი პროექტს, რომელშიც ერთიანდება შენი უკვე არსებული და შეძენილი ცოდნა და გამოგაქვს იმ სახით, რომ აღნიშნული პროექტით დაეხმარო შენს შერჩეულ აუდიტორიას,“ – ელენე ფურცელაძე, თიბისის ტექსკოლისა და კომუნიკაციების სახელოსნოს კურსდამთავრებული „თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, ახალი თაობის წარმომადგენლებს, მუდმივად ვთავაზობთ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებსა თუ პროგრამებს.
კომუნიკაციების სახელოსნოში, თიბისის ტექსკოლის კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცათ, რომ კომუნიკაციების უნარები მეტად განევითარებინათ. მოხარული ვარ, რომ მონაწილეებმა ორივე პროექტში მიღებული ცოდნა შეაჯამეს და დამოუკიდებლად შეძლეს, ძალიან ღირებული პროდუქტების შექმნა,“ – მარიამ თევზაძე, თიბისის სტრატეგიული პროექტების მენეჯერი.
კომუნიკაციების სახელოსნოში, გამოცდილ მენტორებთან ერთად, უფროსკლასელები ყველა იმ უნარის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე მუშაობდნენ, რომელიც დღეს, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ეს კი უზრუნველი მომავლის საწინდარია.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა

12:09 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved