• რეკლამა
  • კონტაქტი
05:56, ორშაბათი, 13 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„შატო ვარციხე“ იმერეთში თიბისისთან პარტნიორობით ვითარდება

ალია ავტორი - ალია
14:02 03-04-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
272

გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბიზნესიც იღვიძებს, განსაკუთრებით კი, ეს ისეთ ბიზნეს იდეას ეხება, რომელიც ვენახების კვალდაკვალ დაიბადა და განვითარდა, ისე როგორც ეს სოფელ ვარციხეში მოხდა.   „შატო ვარციხე“ ბაღდათის რაიონში 2022 წლის 4 აგვისტოს გაიხსნა.

სასტუმროსა და რესტორნისგან შემდგარი შატო ერთადერთი არაა იმ საოჯახო ბიზნესიდან, რომელიც ოჯახს იმერეთში აქვს. შატოს ირგვლივ არტყამს 20 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული ვენახი, სადაც მოყვანილი ყურძნის სხვადასხვა ჯიშისგან 11 სახეობის ღვინოს და სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს ადგილზე აწარმოებენ.  

„ჩვენი პირველადი მოტივაცია იმერული ღვინის წარმოება იყო, რისთვისაც შევიძინეთ ბაღდათის რაიონში მიწა და 2016 წელს პირველი ვაზი – ოცხანური საფერე ჩავყარეთ. ამას ეტაპობრივად დაემატა კიდევ სხვა ჯიშები, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ 11 სახეობის ღვინო ჩამოვასხათ. აგრეთვე გვაქვს სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოებაც. ჩვენი ღვინო ამჟამად „ვარციხეს მარნის“ ბრენდის ქვეშ იყიდება, თუმცა უახლოეს მომავალში ვაპირებთ რებრენდინგს და ჩვენი პროდუქცია ბაზარზე „შატო ვარციხეს“ სახელით გამოვა“, – თამაზ ცირეკიძე, „შატო ვარციხეს“ დირექტორი.

ვენახების ტერიტორიაზე შატოს აშენება მოგვიანებით გადაწყდა, მას შემდეგ რაც გამოიკვეთა რეგიონის ტურისტული პოტენციალი და შესაძლებლობები. ამჟამად „შატო ვარციხეს“ 20-მდე ნომერი აქვს კოტეჯების სახით, სადაც სტუმრების მიღება შეუძლია. შატოს აქვს რესტორანი, აუზი, საკონფერენციო დარბაზი, საჯინიბო და ხელოვნური ტბა, სადაც სტუმრებს თევზაობაც შეუძლიათ.

„თიბისისთან პარტნიორობამ საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად გაგვეფართოებინა ჩვენი სასტუმროს ინფრასტრუქტურა, ავაშენეთ საკონფერენციო დარბაზი, საჯინიბო, ვაშენებთ მეორე აუზს და ა.შ. ეს 5 წლიანი პროექტია, რომლის ფარგლებში კიდევ ვაპირებთ გაფართოვებას და კოტეჯების დამატებას“, – ამბობს თამაზ ცირეკიძე.

„შატო ვარციხე“ საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა Booking.com -ზე, სადაც სასტუმროს რეიტინგი 9.4 -ია, მომხმარებელთა კმაყოფილებას და შეფასებებს აქ განსაკუთრებით უფრთხილდებიან და უსმენენ. სტუმრებს მთელი მსოფლიოდან იღებენ, ისევე როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

ამჟამად „შატო ვარციხეში“ 40-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი უმეტესობა ადგილობრივია. მომავალში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება, სასტუმროს და ვენახების გაფართოების კვალდაკვალ, რაც უახლოეს 5 წელიწადშია დაგეგმილი.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved