მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინიც იყო გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარში აღარ დააბრუნებენ. არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი “რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ “მოგვარებულია პრობლემა.” თუმცა, საპატრიარქოში ჯერ გადაწყვეტილი არ არის როდის და რომელ ტაძარში მიიტანენ მას შესწორებების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ სამების ტაძარში სტალინის ხატის აღმოჩენას, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული, საზოგადოებაში მღელვარება მოჰყვა. აქტივისტმა ნატა ფერაძემ მას ლურჯი საღებავი შეასხა, რის გამოც მას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
საზოგადოების პროტესტის შემდეგ ხატი ეკლესიიდან დაახლოებით 40 დღის წინ, 17 იანვარს გაიტანეს, რათა შეცვლილიყო მატრონა მოსკოველისა და სტალინის შეხვედრის ფრაგმენტი. საპატრიარქო დაეყრდნო რუსეთის ეკლესიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მათი შეხვედრის ეპიზოდი მატრონა მოსკოველის ბიოგრაფიაში არ წერია. სწორედ ეს იყო მთავარი არგუმენტი, რის გამოც ხატზე სტალინის ამოშლა გადაწყდა.
კომენტარები