• რეკლამა
  • კონტაქტი
15:37, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეეშვით სიცრუის გავრცელებას და დაკავდით საქმით” – ლომჯარია პაპუაშვილს

ალია ავტორი - ალია
20:40 02-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
985
ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, თავი შეიკავოს პროპაგანდის გავრცელებისგან:

ძალიან სამწუხარო სანახავია, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იაფფასიანი სიცრუის პროპაგანდის გავრცელებით არის დაკავებული. ბატონო შალვა, თქვენც შეგიძლიათ იამაყოთ, რომ ჩემი სახალხო დამცველობის დროს:
1. სტრასბურგის სასამართლო საქართველოს სახალხო დამცველის კომუნიკაციებს, მათ
შორის არა მარტო საქართველოს საქმეებზე, საკუთარ გადაწყვეტილებებში ციტირებდა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებში ასახელებდა;
2. ევროკავშირის პარლამენტმა არაერთი რეზოლუცია მიიღო, სადაც საქართველოს სახალხო დამცველის და მისი აპარატის საქმიანობის მიმართ უპრეცენდენტო მხარდაჭერა დააფიქსირა;
3. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სახალხო დამცველი და მისი გუნდი 2022 წლის უფლებადამცველის ჯილდოთი დააჯილდოვა. მსგავსი ჯილდო დეპარტამენტმა ბოლოს ათი წლის წინ გასცა;
4. საფრანგეთის პრეზიდენტმა სახალხო დამცველი დემოკრატიაში შეტანილი წვლილის გამო საფრანგეთის ღირსების ორდენით დააჯილდოვა;
5. საქართველოს სახალხო დამცველი მისი საერთაშორისო რეპუტაციის და აღიარების გამო აირჩიეს მსოფლიო ომბუდსმენთა გაერთიანების მმართველი საბჭოს წევრად;
პს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქმეს, სწორედ სახალხო დამცველის დასკვნა დაუდო საფუძვლად სტრასბურგის სასამართლომ დროებით ღონისძიებას, რითიც სახელმწიფოს დაევალა მისი ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანა.
ასე რომ, ბატონო შალვა, შეეშვით სიცრუის გავრცელებას და დაკავდით იმ საქმით, რაც შეეფერება ჩვენი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარის ღირსებას და მანდატს.
შეიძლება იყოს შემდეგის ილუსტრაცია: 6 ადამიანი და ტექსტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved