• რეკლამა
  • კონტაქტი
20:34, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩინეთის ერთი სოფელი რომ უვიზოდ დაიძრას, რას ვაკეთებთ მერე?“ – ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
10:13 02-27-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,319

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ჩინეთთან, რომელსაც გამოკვეთილი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს, მსოფლიო ლიდერობისთვის იბრძვის, ნებისმიერი ნაბიჯი საფრთხილოა.

ალეკო ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა ჩინეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებასთან დაკავშირებით.

„სიმართლე გითხრათ, ჩინეთთან ურთიერთობისას ნებისმიერი რამ მაშინებს. „ქართული ოცნება“ კი არის ძალიან გალაღებული და ამბობენ, რომ ძალიან კარგია. რავიცი, უვიზოდ რომ დაიძრან, ერთმა სოფელმა რომ გადაწყვიტოს, ჩამოვიდეს და ცოტა ხანი აქ დარჩეს, რას ვაკეთებთ მერე? ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ხუმრობაც არაა.

ჩინეთთან ნებისმიერი ნაბიჯი საფრთხილოა, „ქართულ ოცნებას“ რაც ახარებს, სიმართლე გითხრათ, იმაზე მე ცოტა გული მისკდება, რადგან არ ვიცი, უვიზო მიმოსვლა კარგი შედეგებით დამთავრდება თუ – ცუდით. ის განცდაც არ მაქვს, არიქა, მთელი საქართველო ელოდება, უვიზო გახდეს მიმოსვლა, რომ გაიქცნენ ჩინეთში, რაღაც გააკეთონ, მაგრამ პირიქით რომ მოხდეს, ეს ნამეტანი საშიშია. შეიძლება წაადგეს, შეიძლება – არა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთი ციდა საქართველოს ურთიერთობა ამხელა, უშველებელ ჩინეთთან, რომელსაც აშკარად ძალიან გამოკვეთილი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს, აშკარად მსოფლიო ლიდერობისთვის იბრძვის, ასეთ ქვეყანას გვერდზე რომ უდგები, მთლად თანაბარი ხალხი არ ვართ, შესაბამისად, ყველაფერი ძალიან ფრთხილად ასაწონ-დასაწონია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved