• რეკლამა
  • კონტაქტი
17:22, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამის მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობს – გამხიტაშვილი ბრალს არ აღიარებს

ალია ავტორი - ალია
12:44 02-25-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
95

მამის მკვლელობაში ბრალდებულის, 25 წლის რეზი გამხიტაშვილის, აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს.

გამხიტაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მკვლელობას ერთადერთი მოწმე მისი არასრულწლოვანი დაა, რომელმაც აღნიშნული ფაქტის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

გამხიტაშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია და სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ.

“ბრალი ედება ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ჩადენაში და აღნიშნულ ბრალდებაში იგი თავს არ ცნობს დამნაშავედ და იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. შუამდგომლობა გვექნება, რა თქმა უნდა, რომ არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება არ იქნეს გამოყენებული, მაგრამ ალტერნატივის სახით მაინც დავაყენებთ გირაოს 5000 ლარის ოდენობით,” – ამბობს ადვოკატი იოსებ ნატროშვილი.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს გლდანში შვილმა მამა მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა მამას დანით მიაყენა ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის კ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved