• რეკლამა
  • კონტაქტი
20:17, კვირა, 3 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთის დეპუტატის პირადად დაგვეხმარა…” – ახალი პრორუსული პარტია და მისი კავშირები ფარცხალაძესთან

ალია ავტორი - ალია
20:49 02-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
578

გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე 8 თვით ადრე, ტვ პირველის ინფორმაციით, კრემლთან პირდაპირ ხაზზე მყოფი პრორუსი “ქართველების ერთობა” პოლიტიკური პარტიად ჩამოყალიბდა. პარტიების რეესტრის ერთიანი ამონაწერიდან დგინდება, რომ ახალი პრორუსული პოლიტიკური ხედვების მქონე პარტიის თავმჯდომარე მერაბ ჭიქაშვილია. ჭიქაშვილი მანამდე, არასამთავრობო ორგანიზაცია, “სოლიდარობა მშვიდობის” თავმჯდომარე იყო, ამ ორგანიზაციის წევრი იყო, რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში მხილებული, ექს მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის შვილი, ანდრია (ანზორ) ფარცხალაძე. 

მედიის ცნობით, ახალი პრორუსული პარტიაც, რომლის პრეზენტაციაც, სასტუმრო “შერატონში” შედგა, ფარცხალაძესთან კომუნიკაციით შეიქმნა.

პარტიის პრეზენტაციის ფოტოებში,  ფარცხალაძესთან კავშირში მყოფი ახალი პოლიტიკური ძალის ყრილობას, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ახლო მეგობარი, ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, მამუკა ფიფია ესწრებოდა. ირკვევა, რომ გავრილოვის მეგობარს, ფარცხალაძესთან დაკავშირებულ პარტიაში, საერთაშორისო მდივნის თანამდებობა ექნება.

გავრილოვის მეგობარ ბიზნესმენი, პოლიტიკურ ასპარეზზე შარშან გამოჩნდა, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სასტიკი ომის შემდეგ ბიზნესის საქართველოში გადმოტანა გადაწყვიტა.  2022 წლის 21 ივნისს, მის სახელზე შპს ბლექ სი პერლ ქომფანი დარეგისტრირდა.  2023 წლის 30 ოქტომბერს კი, პარტიის დაფუძნებამდე რამდენიმე თვით ადრე, კომპანიის ლიკვიდაცია მოითხოვა.  მისი წარმომადგენელი ამ დროს ბესიკ გუნია იყო, რომლის სახელზეც ერთდროულად რამდენიმე კომპანია გაჩნდა.   დოკუმენტების შესწავლის შემდეგ ჩნდება განცდა, რომ პოლიტიკაში მოსვლის გამო ფიფიამ ბიზნესი  სანდო კაცზე გადააფორმა.

რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, მამუკა ფიფია, მედიის ცნობით, ტვ, პირველისთვის გაგზავნილ წერილში, სერგეი ლავროვთან ნაცნობობას ადასტურებს და ამტკიცებს, რომ რუსი პოლიტიკოსების დახმარებით, საქართველოსთვის საკეთილდღეო რეალურ საქმეებსს ასრულებს:

არა მხოლოდ გავრილოვს, არამედ ძალიან ბევრ მაღალჩინოსან რუს პოლიტიკოსს ვიცნობ, რომელთა დახმარებით საქართველოსთვის საკეთილდღეო რეალურ საქმეებს ვასრულებთ. ასე მაგალითად, ახლახან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ლეონიდ კალაშნიკოვი პირადად დაგვეხმარა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენაში.

რაც შეეხება რამდენიმე თვის წინ, საქართველოს პარლამენტში მის ვიზიტს,   რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი აცხადებს, რომ მას, როგორც საქართველოს მოქალაქეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აკრძალული არ აქვს, თუმცა, აქვე ამბობს იმასაც, რომ ბევრ ქართველ პოლიტიკოსს პირადად იცნობს და დიახ, როგორც ჩანს, სწორედ პირადი ნაცნობობით მოხვდა პარლამენტში, თორემ, ამ არაგასაიდუმლოებულ ობიექტზე, ყველა მოქალაქეს რომ ჰქონდეს შესვლის და აზრის თქმის უფლება, იქნებ, ქვეყანაში არსებული პრობლემებისთვისაც გაესწორებიათ თვალი უმრავლესობის გუნდის დეპუტატებს.

მამუკა ფიფია:

საქართველოს პარლამენტი არ არის გასაიდუმლოებული სამხედრო ობიექტი ან პენტაგონის რომელიმე ბიოლოგიური ლაბორატორია, სადაც საქართველოს მოქალაქეს შესვლა აკრძალული აქვს. 

მეკითხებით – რა კავშირები მაქვს დეპუტატებთან?  –  ძალიან ბევრ ქართველ პოლიტიკოსს პირადად ვიცნობ, მათ შორის – დეპუტატებს და, არა მხოლოდ „ქართული ოცნებიდან.“ 

წყარო – ტვ პირველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved