• რეკლამა
  • კონტაქტი
13:52, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2 წლის შემდეგ ჩვენ კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ იმას, რაც პირველივე დღიდან ვიცოდით – პუტინმა ძალიან ცუდად გათვალა – ბაიდენი

ალია ავტორი - ალია
11:13 02-24-2024
- ახალი ამბები
A A
0
President Joe Biden speaks about the response to Hurricane Ida during an event in the South Court Auditorium on the White House campus, Thursday, Sept. 2, 2021, in Washington. (AP Photo/Evan Vucci)

President Joe Biden speaks about the response to Hurricane Ida during an event in the South Court Auditorium on the White House campus, Thursday, Sept. 2, 2021, in Washington. (AP Photo/Evan Vucci)

Facebook-ზე გაზიარება
82

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების ორი წლისთავს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ორი წლის შემდეგ კიდევ უფრო ნათელია, რომ “პუტინმა ძალიან ცუდად გათვალა.”

ბაიდენი ამბობს, რომ საკუთარი თავისუფლებისა და მომავლის დასაცავად უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, NATO კი ახლა უფრო ძლიერი და ერთიანი, ვიდრე ოდესმე.

მან ასევე გამოაცხადა სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც უკრაინაში ომის წლისთავსა და ალექსეი ნავალნის სიკვდილის ეხმიანება.

“[24 თებერვალს], გათენებამდე ცოტა ხნით ადრე, უკრაინის დედაქალაქ კიევთან ახლოს რუსეთის რაკეტები აფეთქებას დაიწყებენ. რუსეთის ფედერაციის ჯარმა უკრაინის საზღვარი გადალახა. უკრაინაზე ვლადიმირ პუტინის სასტიკი შეტევა დაიწყო.

მას სწამდა, რომ თავისუფალი ხალხის ნება-სურვილს მარტივად დაასუსტებდა, მათ შემართებას გატეხდა, რომ სუვერენულ სახელმწიფოში შეაღწევდა და დანარჩენი მსოფლიო გვერდზე გაიწეოდა, რომ შეარყევდა უსაფრთხოების საფუძვლებს ევროპასა და მის ფარგლებს მიღმა.

ორი წლის შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ იმას, რაც პირველივე დღიდან ვიცოდით: პუტინმა ძალიან ცუდად გათვალა.

საკუთარი თავისუფლებისა და მომავლის დასაცავად უკრაინელები მამაცურად იბრძვიან. NATO ახლა უფრო ძლიერი, დიდი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე.

აშშ-ის ხელმძღვანელობით 50 სახელმწიფოსგან შემდგარი უკრაინის მხარდამჭერი უპრეცედენტო, გლობალური კოალიცია ერთგულად ცდილობს კიევისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების უზრუნველყოფას და აგრესიის გამო რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

ამერიკელ ხალხს, ასევე მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ადამიანებს ესმით, რომ ამ ბრძოლის ფსონები უკრაინის საზღვრებს ცდება.

10 წლის წინ პუტინმა ყირიმი დაიკავა და უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში მარიონეტული მთავრობები შექმნა. ორი წლის წინ მან რუკიდან უკრაინის გაქრობა სცადა. თუ სიკვდილისა და განადგურებისთვის პუტინი ფასს არ გადაიხდის, ის ძველებურად გააგრძელებს. და, ხარჯები აშშ-ისთვის, ევროპაში NATO-ს მოკავშირეებთან და მთელ მსოფლიოსთან ერთად, გაიზრდება.

დღეს მე უკრაინის წინააღმდეგ დაპყრობითი ომისა და ალექსეი ნავალნის სიკვდილისთვის, რომელიც მამაცი ანტი-კორუფციონერი აქტივისტი და პუტინის ოპოზიციის ლიდერი იყო, რუსეთის წინააღმდეგ 500-ზე მეტ ახალ სანქციას ვაწესებ. სანქციების სამიზნეს ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებსაც კავშირი აქვთ ნავალნის პატიმრობასთან, ასევე რუსეთის ფინანსურ სექტორთან, თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზასთან, შესყიდვების ქსელთან და სანქციებისთვის თავის არიდებას სხვადასხვა კონტინენტზე ცდილობენ. ეს სანქციები უზრუნველყოფს, რომ პუტინმა საზღვარგარეთ განხორციელებული აგრესიისა და რეპრესიებისთვის კიდევ უფრო მკაცრი საფასური გადაიხადოს.

გარდა ამისა, ჩვენ 100-მდე სუბიექტისთვის, რომლებიც რუსეთის ომის მანქანის მხარდაჭერას უზრუნველყოფენ, ახალ საექსპორტო შეზღუდვებს ვაწესებთ. ჩვენ რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების კიდევ უფრო მეტად შესამცირებლად შესაბამისს ზომებს მივიღებთ. მე მივმართე ჩემს გუნდს, რომ მთელ მსოფლიოში გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიისთვის მებრძოლთა მხარდაჭერა.

უკრაინას აშშ-ისგან მეტი მომარაგება სჭირდება, რომ რუსეთის დაუნდობელ თავდასხმებს გაუმკლავდეს, რომელიც ირანისა და ჩრდილოეთ კორეის იარაღით და საბრძოლო მასალით ხორციელდება. ამიტომ, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის, წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული უსაფრთხოების ორპარტიული კანონპროექტი უნდა მიიღოს.

კანონპროექტი უკრაინის სასწრაფო დაფინანსებას ითვალისწინებს, ასევე აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში ინვესტიციას ახორციელებს. ის სენატში უმრავლესობით დამტკიცდა და თუ სპიკერი კენჭისყრას დანიშნავს, წარმომადგენელთა პალატაც დაამტკიცებს. კონგრესმა იცის, რომ ამ კანონპროექტის მხარდაჭერით ჩვენ შეგვიძლია, უსაფრთხოება გავაძლიეროთ ევროპაში, უსაფრთხოება გავაძლიეროთ სახლში და წინ აღვუდგეთ პუტინს. კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსვლა, მხოლოდ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს.

ისტორია თვალს გვადევნებს. ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინისთვის დახმარებაზე უარის თქმას არავინ დაივიწყებს. ახლაა უკრაინის, ჩვენს მოკავშირეებისა და პარტნიორების გვერდით მტკიცედ დგომის დრო. ახლაა დრო დავამტკიცოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფლებას იცავს და ქედს არავის უხრის,” – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში [“რეალპოლიტიკას” თარგმანი].

შეგახსენებთ, რომ ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის ბიზნეს მობაილბანკის ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს მობაილბანკის ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

13:21 09-18-2025
სელფისა და საქართველოს ბანკის პარტნიორობა:  შეთავაზება სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

სელფისა და საქართველოს ბანკის პარტნიორობა: შეთავაზება სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

12:27 09-18-2025
თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved