2024 წლის იანვარში, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 3,4%-ით გაიზარდა და 6 747 განაცხადი შეადგინა. ამის შესახებ კვლევას PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერი აქვეყენბეს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 29.1%-ით
მეტია 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.
2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 3.3% შეადგინა, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.1 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
რაც შეეხება სამსახურის მაძიებლების ინტერესს, სფეროები ასე გადანაწილდა: გაყიდვები, შესყიდვები – 1 738; ადმინისტრაცია, მენეჯმენტი – 1 588; ფინანსები, სტატისტიკა – ლოჯისტიკა – 1 264; ტრანსპორტი, დისტრიბუცია – 985; ინფორმაციული ტექნოლოგიები/პროგრამირება – 305.
კომენტარები