• რეკლამა
  • კონტაქტი
15:33, ოთხშაბათი, 2 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მახინჯაურში 22-სართულიანი კომპლექსის აშენება იგეგმება

ალია ავტორი - ალია
02:15 02-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
164

მახინჯაურში 22-სართულიანი კომპლექსის აშენება იგეგმება – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “ბათუმელები“ ავრცელებს და წერს, რომ კომპლექსს შპს “სითი ქონსთრაქშენი 2022” ააშენებს.

როგორც გამოცემა დოკუმენტაციაზე დაყრდნობით წერს, კომპანიამ კ2 კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა, რის გამოც კვარტლის განაშენიანების დეტალური გეგმის (გდგ) მომზადება მოსთხოვეს. დასაგეგმარებელი ტერიტორია 43 საკადასტრო ერთეულს და ერთ დაურეგისტრირებელ ნაკვეთს მოიცავს, რომელთა საერთო ფართობი 39 560 კვადრატული მეტრია. მშენებლობა დაგეგმილია 15 970 კვ.მეტრზე. კომპანია სამი 22 სართულიანი და ხუთი 3-6 სართულიანი შენობების მშენებლობას გეგმავს.

ასევე, ცნობილია, რომ გეგმარებით ერთეულში შემავალ მიწის ნაკვეთებზე ძირითადად ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებია განთავსებული. გდგ-ში ასევე ვკითხულობთ, რომ გეგმარებით ერთეულის მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები და სასტუმროები. ნაწილი განახლებულია, ხოლო დანარჩენ ნაწილზე ახლა მიმდინარეობს მშენებლობები.

გამოცემის ცნობით, განაშენიანების დეტალურ გეგმაში პროექტის განხორციელების საჭიროებას განახლების აუცილებლობით ხსნიან: “მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა ხელს შეუწყობს ტერიტორია გახადოს უფრო თანამედროვე, პრესტიჟული, მოთხოვნადი უძრავი ქონების ბაზარზე, გაზარდოს საბინაო ფონდი, შეიქმნას უკეთესი საინვესტიციო გარემო და გაჩნდეს მეტი სამუშაო ადგილი. შესაბამისად, გაუმჯობესდეს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა”.

განაშენიანების დეტალურ გეგმას კვარტალში მცხოვრები მოსახლეობის გამოკითხვაც ჭირდება: დოკუმენტში წერენ, რომ გამოკითხულები ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ ინვესტიციებს დადებითად აფასებენ, რადგან საცხოვრებელი უბანი ბევრად პრესტიჟული გახდა. ხოლო მშენებლობის მოწინააღმდეგე რესპონდენტების განწყობა, დოკუმენტის თანახმად, პასუხებიდან გამომდინარე უფრო ზოგადი ხასიათისაა.

“თუმცა უარყოფითად განწყობილი რესპონდენტების ნაწილი იქვე აღნიშნავს, რომ მშენებლობა განვითარების აუცილებელი წინაპირობაა და საინვესტიციო ინტერესი შეუქცევადი პროცესია და საბოლოოდ ინვესტიციის განხორციელებით შესაძლოა უფრო მეტი სიკეთის მიღება, ვიდრე – პირიქით. უნდა აღინიშნოს, რომ რესპონდენტები, რომლებიც უარყოფითად აფასებენ მომავალ მშენებლობას, საერთო გამოკითხულთა 9.75%-ია. კვლევამ ცხადყო, რომ მრავალბინიანი სახლის აშენების შემდგომ უბნის განვითარების დადებითი დინამიკა გარდაუვალია.” – წერია კომპანიის დასკვნაში.

დოკუმენტის მიხედვით, მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი – 39 560 კვ.მეტრია, აქედან კომპანიის ფართობი 15 970 კვ. მეტრია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე –  სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?
ახალი ამბები

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე – სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?

13:13 09-02-2026
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

13:03 09-02-2026
ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს
ახალი ამბები

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს

21:22 09-01-2026
სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved