• რეკლამა
  • კონტაქტი
04:03, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ახალი თაობის Toyota C-HR-ის შეძენით დაინტერესებულ მომხმარებელს ტესტ-დრაივზე იწვევს

ალია ავტორი - ალია
12:36 02-22-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
603

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ახალი, მეორე თაობის Toyota C-HR-ის შეძენით დაინტერესებულ მომხმარებელს ტესტ-დრაივზე იწვევს, რათა თანამედროვე ქალაქისთვის შექმნილი ამ ელეგანტური, კომპაქტური ქროსოვერისა და მისი მეხუთე თაობის ჰიბრიდული სისტემის შესაძლებლობებში დარწმუნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, „ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ ერთგულ მომხმარებელსა და ავტომოყვარულებს ოფიციალურად წარუდგინა ახალი Toyota C-HR-ი, რომელიც წინამორბედისგან თვალშისაცემი, ექსტრავაგანტური დიზაინით, მეტი ტევადობით და პრაქტიკულობით გამოირჩევა. ამავდროულად, Toyota C-HR-ის მეორე თაობა მაქსიმალურად ეკომეგობრულია, მისი  ჰიბრიდული სისტემა კი, ეკონომიურობის თვალსაზრისით, აღნიშნულ სეგმენტში ერთ-ერთი საუკეთესოა.

მეორე თაობის Toyota C-HR-ი, რომელიც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ შოურუმშია წარმოდგენილი, უკვე ხელმისაწვდომია დაინტერესებული მომხმარებლისთვის.

როგორც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი აღნიშნავს, ახალმა Toyota C-HR-მა არა მხოლოდ შეინარჩუნა ყველასგან განსხვავებული და ექსპრესიული ავტომობილის სახელი, არამედ, ის გაცილებით პრაქტიკული, ტექნოლოგიურად მეტად დახვეწილი, თანამედროვე მოთხოვნებთან მაქსიმალურად მისადაგებული, ხოლო მართვის თვალსაზრისით, კიდევ უფრო სპორტული გახდა.

„Toyota C-HR-ი ყოველთვის დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა ჩვენს ქვეყანაში. ამ მოდელს ტოიოტა 6 წელზე მეტია, რაც აწარმოებს. ამ ხნის მანძილზე, მხოლოდ ევროპაში 700 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. Toyota C-HR-ის მეორე თაობამ არა მხოლოდ შეინარჩუნა ყველაზე მთავარი, რითაც ის გამორჩეული იყო – ვგულისხმობთ მის მძაფრ, ექსპრესიულ დიზაინს – არამედ გაცილებით დახვეწილი  და ელეგანტური გახდა. ახალი Toyota C-HR-ი, რომელიც აღჭურვილია მეხუთე თაობის ჰიბრიდული სისტემით, მომხმარებელს მართვისას მეტ სიამოვნებას ანიჭებს და ამავდროულად, საწვავის ხარჯს ამცირებს. ახალი Toyota C-HR-ი იდეალურია ქალაქში მგზავრობისთვისაც და ოფ-როუდზეც. ამაში ნებისმიერი ავტომოყვარული დარწმუნდება, ვინც ტესტ-დრაივს გაივლის. ვიმედოვნებთ, ახალი თაობის Toyota C-HR-ი კიდევ უფრო პოპულარული გახდება ჩვენს ქვეყანაში. მოლოდინი გვაქვს, რომ მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო მზარდი იქნება“, – აცხადებს ირაკლი გურჩიანი.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო გაგუა ყურადღებას ახალი Toyota C-HR-ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ დეტალებზე ამახვილებს.

„მეორე თაობის Toyota C-HR-ის სალონი აღჭურვილია უახლესი ტიპის Head-up-დისპლეით, რომელიც არაჩვეულებრივი საშუალებაა მძღოლისთვის, რომ მართვის პანელის ძირითადი მონაცემები მუდმივად მხედველობის არეში ჰქონდეს. ვიზუალურად, ახალი C-HR-ი გაცილებით მკვეთრი კანტებით გამოირჩევა, სრულიად ახლებურად გამოიყურება მისი წინა ხედი, შეიცვალა უკანა კარების სახელურების პოზიციაც.  ყველაფერში იგრძნობა „ტოიოტას“ დიზაინის ახალი სტილი. ექსტერიერში, ასევე, თვალშისაცემია წინა ფარები, რომლებიც 5-ნაწილიანი დღის განათებით არის აღჭურვილი. წინამორბედისგან განსხვავებით, ოდნავ შემცირებულია ახალი Toyota C-HR-ის სიგრძე, სამაგიეროდ, ავტომობილი ოდნავ უფრო განიერია და იმავე სიმაღლეს ინარჩუნებს. საგრძნობლად მეტი სივრცეა უკანა მგზავრებისთვის და უკანა სავარძლიდან ხილვადობაც გაცილებით გაუმჯობესებულია, გაზრდილია საბარგულის მოცულობაც.

მნიშვნელოვანია ავტომობილის კონსტრუქციის სიმტკიცეც, უსაფრთხოების უახლესი ჭკვიანი სისტემები, მისი მოქნილობა და მანევრულობა, დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენს ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, წინასწარ ჩაეწეროს ტესტ-დრაივზე, პირადად გამოსცადოს მეორე თაობის Toyota C-HR-ის შესაძლებლობები, დარწმუნდეს, რომ ეს სწორედ ის მოდელია, რომელსაც ასე მოუთმენლად ელოდნენ საქართველოში და შემდეგ სასურველი კომპლექტაციის მოდელი შეარჩიოს“ , – აღნიშნავს ნინო გაგუა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, მეორე თაობის Toyota C-HR-ის ტესტ-დრაივზე ჩასაწერად, ხელსაყრელი თარიღისა და დროის დასაჯავშნად, მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved