• რეკლამა
  • კონტაქტი
09:53, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

+18 – “13 წლის გოგო პატარა ხომ არ არის, შეეძლო ეთქვა – არა” – აითაჯის მამა ამტკიცებს, რომ ბავშვს გათხოვებაზე უარი არ უთქვამს

ალია ავტორი - ალია
17:55 02-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
155

აითაჯის მამა ამტკიცებს, რომ მის 14 წლის ქალიშვილს გათხოვებაზე უარი არ უთქვამს, ცნობისთვის, არასრულწლოვანს საერთოდაც არ შეეძლო მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და მსგავსი კითხვაც კი არ უნდა დაესვათ მისთვის. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ისა შახმიროვმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ უკანონო ნიშნობას თავადაც ესწერებოდა.

კაცი, რომლის შვილიც მოძალადე ე.წ. ქმარმა მოკლა, დღეს ირწმუნებოდა, რომ აითაჯის გათხოვებას მხოლოდ სრულწლოვანების შემდეგ აპირებდა,  ბოლო დროის გახმაურებულ საქმეზე რუსთავის სასამართლოში პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ხანდახან მქონდა ბავშვებთან სატელეფონო კომუნიკაცია, 2023 წლის თებერვალში სახლში რომ მივედი მაშინ  გავიგე, რომ გოგოს გათხოვებას აპირებდნენ. მანქანა გაჩერდა სახლთან,  ვიკითხე, ვინ იყვნენ და მითხრეს, რომ ბეჭედი და 5-6 საჩუქარი ჰქონდათ. გავიგე, რომ 18 წლის რომ გახდებოდა, მერე უნდა წაეყვანათ, სუფრაზე ვისხედით ცოტა დავლიეთ, ჩემთვის არავის არაფერ უკითხავს, არც მახსოვს ვინ იყო თანახმა და ვინ თქვა კი.  აითაჯისთვის ბიჭის თაობაზე მე არაფერი მიკითხავს, არც მის ოჯახზე.

ჩვენს  ადათ-წესებში მამა არ ეკითხება შვილს ქორწინება უნდა თუ არა. არ ვიცი, ვინ თქვა ქორწინებაზე კი. ბეჭედი რომ გაუკეთეს, აითაჯს მერე კითხეს უნდა თუ არა ამ ბიჭთან , მან თქვა  კიო. 13 წლის გოგო პატარა ხომ არ არის, თვითონ შეეძლო ეთქვა დიახ ან არა. ტოპიკ მაგარამოვასთან ბოლო კომუნიკაცია დღეს მქონდა მითხარ რომ პროცესი იყო ჩანიშნული” – თქვა მოკლულის მამამ. 

საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვა  27 წლის ასიმ ასლანოვმა მოკლა. მალევე გაირკვა, რომ კაცი ბავშვთან „არარეგისტრირებულ ქორწინებაში“ იყო. უფლებადამცველები ამბობენ, რომ აითაჯი ტყვეობიდან დაღწევას ცდილობდა.

აითაჯ შახმაროვა 13 წლის იყო, როცა დედამ და ბიძამ მისი დაქორწინება დაგეგმეს და მოზარდი ასიმ ასლანოვზე დანიშნეს. სასამართლომ აითაჯის დედა, ეგანე მაგარამოვა და მის ძმა, ნადიკ მაგარამოვა პატიმრობაში გაუშვა.

ბრალდება და-ძმას სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება – ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved