• რეკლამა
  • კონტაქტი
11:37, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვითომ 19 მილიარდი მოვიპარე. მერე ეტყობა გზაში დამრჩა… ბოლოს ისე დავრჩით, რომ თბილისში არცერთი ბინა მე არ მაქვს, ყვარელში ძლივს მოვასწარით რაღაცის აშენება” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:35 02-21-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
349

“მე, დღეს სპე­ცი­ა­ლუ­რად, პი­ჯა­კე­ბის საქ­მე­ზე ჩა­ვიც­ვი პი­ჯა­კი, ესაა ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მე არ უნდა მქონ­დეს – თა­ვის­თა­ვად ის, რომ ეს პი­ჯა­კე­ბი მაქვს მე, მი­უ­თი­თებს იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად სა­სა­ცი­ლოა და იუ­რი­დი­უ­ლად გა­უ­მარ­თა­ვია ეს თეთ­რი ძა­ფე­ბით შე­კე­რი­ლი საქ­მე”, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ონ­ლა­ინ ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ის არის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის სიმ­ბო­ლო და როცა მას ამა­ზე ასა­მარ­თლე­ბენ, ეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს და­ცინ­ვა.
“როცა საქ­მეს­თან მი­მარ­თე­ბით ვსა­უბ­რობთ, მინ­და ერთი რამ გი­თხრათ ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლე – თქვენც დამ­თავ­რე­ბუ­ლი გაქვთ, ალ­ბათ, დიდი პრაქ­ტი­კა გაქვთ იუ­რი­დი­უ­ლი, მეც დამ­თავ­რე­ბუ­ლი მაქვს კელ­ნის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, შემ­დეგ კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ნიუ-იორკში, სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მი მაქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი. ასე რომ, საკ­მა­რი­სი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მაქვს მეც მი­ღე­ბუ­ლი და ერთი რამ კარ­გად ვიცი, რომ ბრალ­დე­ბულს არ შე­იძ­ლე­ბა ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­დეს თან. ის უნდა ინა­ხე­ბო­დეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში და მე დღეს სპე­ცი­ა­ლუ­რად პი­ჯა­კე­ბის საქ­მე­ზე ჩა­ვიც­ვი პი­ჯა­კი, ის ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, ერთ-ერთი პი­ჯა­კი, რო­მე­ლიც არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში მე არ უნდა მქონ­დეს. თა­ვის­თა­ვად ის, რომ ეს პი­ჯა­კე­ბი მაქვს მე, ნუთუ ეს არ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად სა­სა­ცი­ლოა და იუ­რი­დი­უ­ლად გა­უ­მარ­თა­ვია ეს თეთ­რი ძა­ფე­ბით შე­კე­რი­ლი საქ­მე. ესაა საქ­მე, რო­მე­ლიც ეხე­ბა ვი­თომ 9 მი­ლი­ო­ნი ლა­რის გაფ­ლან­გვას, თა­ვი­დან თქვეს, რომ ვი­თომ 19 მი­ლი­არ­დი მო­ვი­პა­რე. მერე ეტყო­ბა გზა­ში დამ­რჩა, სა­დღაც თვითმფრი­ნავ­ში ეტყო­ბა, არ შე­მა­ტა­ნი­ნეს და ბო­ლოს ისე დავ­რჩით, რომ თბი­ლის­ში არ­ცერ­თი ბინა მე არ მაქვს პი­რა­დად, ყვა­რელ­ში ძლივს მო­ვას­წა­რით რა­ღა­ცის აშე­ნე­ბა და ისიც და­ყა­და­ღე­ბუ­ლია. ყვე­ლამ იცის, ჩემი მთავ­რო­ბა იყო ყვე­ლა­ზე არა­კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით.

თქვენ გინ­დათ მო­მი­სა­ჯოთ გაფ­ლან­გვა­ზე და კო­რუფ­ცი­ა­ზე?! სინ­დი­სი ხომ კარ­გი სა­ქო­ნე­ლია. თქვენს წი­ნა­შე ზის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იყო მსოფ­ლი­ო­ში ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის სიმ­ბო­ლო და არის. ეს არ არის მხო­ლოდ ჩემი და­ცინ­ვა, ეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­ცინ­ვა და მთე­ლი მსოფ­ლი­ო­სი, რო­მელ­მაც ამ­დე­ნი წიგ­ნი და­წე­რა, აღ­ფრთო­ვან­და ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით,“- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტო­მაა დღეს მთავ­რო­ბის ხარ­ჯე­ბი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი და მისი ხარ­ჯე­ბი რა­ტომ აღარ არის სა­ი­დუმ­ლო.

“ან რა აზრი აქვს ამის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას? – ვინ­მეს სე­რი­ო­ზუ­ლად აინ­ტე­რე­სებს გი­ორ­გი ვოლ­სკი თუ კო­ბა­ხი­ძე სად მი­დის, სა­პირ­ფა­რე­შო­ში რამ­დენ­ჯერ შევა და ვის ჩა­მო­არ­თმე­ვენ ხელს,“- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved