• რეკლამა
  • კონტაქტი
21:45, შაბათი, 7 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილმა ივანიშვილს ჯარიმები ჩამოაწერა – ასეულობით მილიონიანი პროექტების ბედი

ალია ავტორი - ალია
00:44 02-18-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,866

ტვ პირველის ინფორმაციით, მთვრობის დამალული განკარგულებებით დადგინდა, რომ 2021 წლის10 აგვისტოს, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობის 1398-ე განკარგულებას, რითაც ბიძინა ივანიშვილის კომპანია “ბლექ სი რივიერას” სახელმწიფოსთვის გადასახდელი ჯარიმები სრულად ჩამოაწერა. ივანიშვილის ამ კომპანიას, სახელმწიფოსგან შეძენილ განმუხურის სანაპიროზე, ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო და ბოტანიკური ბაღი ჯერ 2018 წელს უნდა აეშენებინა, მოგვინებით დასრულების თარიღი გადაუვადეს. სასტუმრო ვერც 2021 წელს დაასრულეს, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ივანიშვილს კანონის თანახმად ჯარიმა უნდა გადახედა, თუმცა ქონების მართვის სააგენტოსა და ივანიშვილის კომპანია “ბლექ სი რივეირას” შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილებით ოლიგარქის კომპანიას ჯარიმები გაუნულეს.

სასტუმროს მშენებლობა მილიარდერმა განმუხურში, 2024 წლის 25 აპრილს უნდა დაასრულოს, ანუ ორ თვეში ამ შენობაში 120 ნომრიანი სასტუმრო უკვე აშენებული, გარემონტებული,  ავეჯით მოწყობილი და სტუმრების მისაღებად მზადყოფნაში უნდა იყოს. ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს საცურაო აუზები, ეზო, ღობე, გამწვანება, განათება და 35 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომიც, რისი თეორიული ალბათობაც კი არ არსებობს. ადგილზე გვიყვებიან, რომ აქ დიდი ხანია მუშა თვალით არავის უნახავს. რას იზამს ამჯერად მთვრობა და კიდევ რამდენ შეუსრულებელ დაპირებას, რამდენ გადაუხდელ ჯარიმას აპატიებს და აჩუქებს ივანიშვილს – უცნობია.

ტვ პირველის ცნობით, ივანიშვილის კიდევ ერთ კომპანიას, ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, ამჯერად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ჯარიმები ასევე ჩამოაწერა და ვალდებულებების შესრულების ვადაც გადაუწია. იმ ადგილას, მწვანე კონცხზე 123 მილიონიანი პროექტი უნდა იყოს განხორციელებული, თუმცა, მედიის ინფორმაციით, ადგილი სრულიად გავერანებულია, თუმცა, მას იცავენ, იმდენად, რომ ტელევიზიის დრონიც კი ჩამოაგდეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.

პოლიციამ ივანიშვილის კუთვნილი კომპანიის ტერიტორიაზე შესვლაც კი ვერ გაბედა,  დაზიანებული დრონიც კი არ დაუბრუნეს ტვ პირველს.

მედიის ცნობით, მხოლოდ დაპირებად და ლამაზ მაკეტად დარჩა სოლოლაკის ქედზე არსებული მშენებლობაც, არადა, იქ “ავტოგრაფ ქოლექშენის” ბრენდის 5 ვარსკვლავიანი, 190 ნომრიანი სასტუმრო და მასშტაბური საკონვენციო ცენტრი, მთელი დატვირთვით უნდა მუშაობდეს. დაპირებული 115 მილიონიანი ინვესტიცია, მწვანე კონცხის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, სოლოლაკის ქედზეც გაიყინა.

პოლიტიკაში მესამედ მობრუნებამდე 1 თვით ადრე, ბიძინა ივანიშვილმა წყნეთის ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის ნგრევის ნებართვა მიიღო. ჩამოშლილი პარტიის კიდევ ერთხელ ასაშენებლად შემობრუნებულ ოლიგარქს, 1 ჰექტრამდე ტერიტორიის მიწასთან გასწორების ნებართვა, ოფიციალურად, კალაძის უწყებამ, 2023 წლის 20 დეკემბერს მისცა.

ყოფილი სამკერვალო ფაბრიკა ახლა შპს “რეა ქართუს საკუთრებაა”, რომლის ბენეფიციარებსაც ბიძინა ივანიშვილამდე მივყავართ.

ივანიშვილმა აღებული ვალდებულება არ შეასრულა  ქარვასლის შენობასთან დაკავშირებითაც, რომელიც ქალაქის ტურისტულ ცენტრში, უკვე წლებია  საფრთხობელად იქცა.

შენობის აღდგენის ვალდებულება ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2014 წელს აიღო. ივანიშვილს ძეგლის სტატუსის მქონე ამ შენობის სრული რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა დაესრულებინა, შემდეგ 2020 წელს შემდეგ 2022-ში. კახა კალაძის ხელმოწერით მას ვადა 2024 მარტამდე გადაუვადრს, თუმცა ისევ არაფერია გაკეთებული.

მედიის ცნობით, ოლიგარქს ჟურნალისტთა სახლიც უნდა აღედგინა, მაგრამ  დაანგრია, ახალი შენობა კი სხვების მსგავსად ჯერ არ დაუსრულებია. რესტორან ბერიკონის ნაცვლად აშენებული სასტუმროც მხოლოდ გარედან მოაპირკეთეს და ისიც მიატოვეს,  ფასადი უკვე დაზიანებულია.

იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე არაერთმა ორგანიზაციამ არაერთხელ მიგვანიშნა, არაერთმა ევროპარლამენტარმა ღიად ისაუბრა ამაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ქართველ პოლიტოკოსებზე, გინდ – ოპოზიციიდან და გინდ – ქართული ოცნებიდან, რომლის წევრებიც ყველაფრისთვის მადლობას ივანიშვილს უხდიან, გამოდის, ივანიშვილმა ივანიშვილს აპატია ჯარიმები, რომელიც იმ ბიუჯეტში უნდა ჩარიცხულიყო, რომელ ბიუჯეტსაც ქვეყნის მოსახლეობა ვავსებთ, გამოდის, ივანიშვილმა ივანიშვილს გადაუწია მშენებლობის, ინვესტირების ვადები, ივანიშვილმა ივანიშვილს მისცა კაპიკებად საუკეთესო ადგილები, ინვესტირების, ხალხის დასაქმების პირობებით. პრინციპში, არაფერი განსაკუთრებული და ახალი, ასე ხდება, როცა პრემიერის დანიშვნასაც, ჯარიმის ჩამოწერასაც, მიწის, შენობის გადაცემასაც, დრონის აფრენასაც და ჩამოგდებასაც ერთი კაცი წყვეტს. 

თეგები: ბიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

14:22 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved