• რეკლამა
  • კონტაქტი
10:35, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტრაგედიამდე 2 დღით ადრე, როცა ტასუნას გვირილებისგან გვირგვინი დავუწანი და დედოფლობანას ვეთამაშებოდი…” – მარიტა გუტაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:49 02-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
176

შოვის ტრაგედიას გადარჩენილი მარიტა გუტაშვილი, რომელმაც ოჯახის 9 წევრი ერთ დღეს დაკარგა, წერს:

“თვალის დახამხამებაში გასულ დროზე” და წლებზე ყველამ კარგად ვიცით, რაც უფრო ვიზრდებით უფრო მეტად შესამჩნევი ხდება.

ამ ზაფხულს, ტრაგედიამდე 2 დღით ადრე, აი მაშინ, როცა ტასუნას გვირილებისგან გვირგვინი დავუწანი და დედოფლობანას ვეთამაშებოდი, მე, ნატო და დეიდა იმაზე ვსაუბრობდით, როგორ უცებ გავიზარდეთ. ჩვენ სამს ერთმანეთისგან 10-10 წელი გვაშორებდა. ვერცერთს ვერ წარმოგვედგინა ჩვენი შუათანა ნატო 40 წლის. გვიკვირდა როგორ?! რანაირად?! მაგრამ ის უფრო წარმოუდგენელია, როგორ მოვიდა ეს დღე მის გარეშე. 40 წლის გახდა ნატო დღეს, 3 შვილის უსაყვარლესი დედა, ჩემთვისაც უსაყვარლესი ადამიანი; დედობა, დობა , მეგობრობა, ყველაფერი ერთად გამიწია, იმისდა მიხედვით თუ სად ვიყავი და ვინ მჭირდებოდა. დღემდე მახსოვს და მესმის ნატოს სიხარულით სავსე ჩურჩული 30 მარტს გამთენიისას რომ გამაღვიძა: ” მარი, გიგი დაიბადა”. დიახ, სწორად მიხვდით, დებივით ერთად გავიზარდეთ. სიყვარულს?! ვერ აგიღწერთ, ვერანაირ ჩარჩოში ვერ ვსვავ და ვერ ვატევ.

ბედნიერი ვარ, რომ ნატოსნაირი ადამიანი მყავს; ბედნიერი ვარ, რომ მისი სიყვარულის ღირსიც ვიყავი. იმედია მეც სათანადოდ გავცემდი სითბოს და სიყვარულს. ძალიან რთულია, ამდენი მოგონების ტრიალი გონებაში, ჩვენ მომავალი უნდა გვქონოდა ერთად. დღეს გამოცარიელებული , უემოციო ვზივარ და ვფიქრობ, არ ვიცი როდემდე გაგრძელდება ჩვენი განშორება, მაგრამ დრო ყველაფრის თუ ვერა, მაგის მკურნალი მაინცაა, აუცილებლად მომიყვანს თქვენთან.

Nato Chelidze გილოცავ.

თეგები: მარიტა გუტაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved