• რეკლამა
  • კონტაქტი
07:43, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფულს აკეთებდა პატიმრების ბედით”; “ელისაშვილი გაყიდული არამზადაა” – ელისაშვილი და ბესელია

ალია ავტორი - ალია
17:51 02-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,348

დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა დღეს გავრცელებულ ინფორმაცია, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა შეწყალების კომისია აღადგინოს და მის თავმჯდომარედ ეკა ბესელია დანიშნოს და განაცხადა:

„იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი ასეთ დიდ შეცდომას არ დაუშვებს. ეკა ბესელია თავისი ცხოვრების მანძილზე ფულს აკეთებდა პატიმრების ბედით ვაჭრობით. რა თქმა უნდა, ერთხელ რაღაცას გემოს რომ გაუსინჯავ, სულ გინდა. თან იქ ფული იოლად იშოვება, თუ ნამუსი და შუბლის ძარღვი არ გაქვს. ის ამ ყველაფერს უტრიალებს და სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ, კარგად დაფიქრდეს, ასეთ შარში საკუთარ თავს, ქვეყანას და პატიმრების ოჯახებს ნუ გახვევს. 

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება და ამბობს:

„არ ვიცი, რატომ მოიგონეს და რისთვის დასჭირდათ, მაგრამ პრეზიდენტს არც შეწყალების კომისია აქვს ხუთი წელია და არც მე გამჩენია ეგეთი ფიქრი გონებაში, არც საუბარი არ მქონია. მე მგონია, რომ ცუდი ზრახვები გაუჩნდა ვიღაცას, რის გამოც დილიდან დაიწყეს ცრუ ინფორმაციის გავრცელება. გეტყოდით, მსგავს რამეზე რომ იყოს საუბარი. ალბათ რაღაც ახალი შეტევა დაიწყეს, რომელშიც ჩართეს ეს გაყიდული, ყველაზე არამზადა პოლიტიკოსი ელისაშვილი და შალვა პაპუაშვილი დადგა ტრიბუნასთან, თქვა ძალიან სულელური რამდენიმე ფრაზა. ალბათ დასჭირდათ, რაღაც ფონი რომ შეექმნათ. მაგალითად, თქვა, რომ დაინტერესდით მედია „მართლმსაჯულების სახლით“. დაინტერესდით, ეს უსაყვარლესი საქველმოქმედო პროექტია, რომელსაც მეც ვაფინანსებ და „იუესაიდიც“. ეს არის საჩუქარი პროფესიონალებისთვის, რომლებსაც ვამზადებთ სამართლის სფეროში, რომ ქვეყანაში კლანი არ იყოს სასამართლოში და იყვნენ წესიერი იურისტები, წესიერი საჯარო მოხელეები.

შალვა პაპუაშვილს შევთავაზე, რომ უფასო ტრენინგებს გავატარებ ამ „მართლმსაჯულების სახლში“. ძალიან მოუხდება, მას ეს სჭირდება, ვატყობ, არ იცის, სად არის, რომელ ინსტიტუციას წარმოადგენს, როგორ უნდა მუშაობდეს. ჩემი დაწერილი სამაგისტრო წიგნი პარლამენტს რომ დავუტოვე, თუ არ წაუკითხავს, ჯერ მოიკითხოს, რაღაცები გამოადგება. თუ არ სცალია, შევუთანხმებ დროს, ტრენინგები როდის ჩავუტარო. უფასოა, ბატონო შალვა, საჩუქარია, ამისთვის მე ჰონორარს არ ვიღებ. უბრალოდ, ამას ჩემს ქვეყანას ვუკეთებ და ჩემს საქმეს, პროფესიას. ალეკო ელისაშვილი კი ყველაზე არამზადაა მთელ ისტორიაში. გავიგე, „ქართულ ოცნებას“ ნერვები ეშლება, რატომ ვიცავ პრეზიდენტს, რატომ ვსაუბრობ მართლმსაჯულების პრობლემებზე, რატომ ვებრძვი კლანს, მაგრამ ელისაშვილის როლი ნახეთ, როგორი არამზადა, რომ დადგა დღეს ტრიბუნასთან. პასუხს მოვთხოვ აუცილებლად. ერთხელ მას მოვუგე პროცესი, კომპენსაციაც გადაიხადა. ახლა კიდევ უფრო მოვთხოვ ამის გამო პასუხს. ძალიან ფრთხილად იყოს. ჩემთვის ყველაზე დაბალი საბრძოლო არეალია, რადგან იმ დონის გაყიდული არამზადაა, შეუძლია, დადგეს, შეურაცხყოფა მოგაყენოს და ის დაგაბრალოს, რასაც თვითონ აკეთებს. თვითონ იყო ჩართული კორუფციაში, თვითონ ვაჭრობდა, მათ შორის, პატიმრების ბედით, როცა თავად იყო შეწყალების კომისიის თავმჯდომარე“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved