• რეკლამა
  • კონტაქტი
15:17, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ახალი Toyota C-HR-ის პრეზენტაცია გაიმართა

ალია ავტორი - ალია
11:19 02-15-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
239

9 თებერვალს, თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ ახალი C-HR-ის პრეზენტაცია შედგა, ღონისძიება განახლებულ, კონცეპტუალურ შოურუმში გაიმართა.

გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ ტოიოტა კავკასიისა და ტოიოტა ევროპის წარმომადგენლები. „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ იაპონური ბრენდის დილერისა და ავტორიზებული სერვისცენტრის ოფიციალური სტატუსი 2014 წელს მიიღო და მიმდინარე წელს დაარსების ათი წლის იუბილეს აღნიშნავს.

რაც შეეხება განახლებულ C-HR-ს, მისი ყველა ვერსია ჰიბრიდია და მართვის 4 რეჟიმი გააჩნია: ეკო, ნორმალი, სპორტი და Custom, რომელიც გარკვეულიპარამეტრების მძღოლის მიერ შერჩევას გულისხმობს. ელეგანტური დიზაინის მქონე მოდელში მონაცემების პროექცირება საქარე მინაზე ხდება, ასევე, განთავსებულია ორი დიდი ზომის სენსორული ეკრანი და საზომ ხელსაწყოთა ციფრული სისტემა, რაც ავტომობილის მართვას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

ქართველი მომხმარებელი C-HR-ის განახლებული მოდელის გამოცდას მომავალი კვირიდან შეძლებს, მისი ლიზინგით შეძენის შემთხვევაში კი, განსაკუთრებული პირობები იმოქმედებს.

„თიბისი ლიზინგი „ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ ერთგული პარტნიორია, შესაბამისად, ჩვენთვის პატივია ვიყოთ მისი მხარდამჭერი ისეთ არაჩვეულებრივ ინიციატივაში, როგორიც ახალი კონცეპტუალური შოურუმის გახსნა და მოთხოვნადი მოდელის წარდგენაა. სწორედ აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში შევქმენით ლიმიტირებული შეთავაზება, რაც პირველ 10 მომხმარებელს მისცემს საშუალებას შეიძინოს TOYOTA C-HR 2000 ლარამდე ფასდაკლებით და მიიღოს საჩუქრად 2 წლიანი გეგმიური მომსახურება უფასოდ. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მოდელის ძველი ვერსიებიც დიდი სიყვარულით სარგებლობდა, თუმცა განახლებული ვერსია კიდევ უფრო დიდ მოწონებას დაიმსახურებს.“ – ზურაბ გუგუშვილი, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი.

“ინოვაციების დანერგვა „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ უწყვეტი პროცესია. ვცდილობთ, ყველა ის სიახლე, რაც ავტოინდუსტრიაში ჩნდება, ჩვენს სამუშაო პრაქტიკაში მაქსიმალურად მოკლე დროში გადმოვიტანოთ. შედეგად, ტოიოტას პირველი წარმომადგენლები ვართ რეგიონის მასშტაბით, სადაც ახალი კონცეფციის შოურუმი გაიხსნა.განვაახლეთ ინტერიერი და დავამატეთ სამუშაო პლატფორმები სერვისში. მრავალფეროვანია სამოდელო რიგი, ფართოა პროდუქციის არჩევანიც – ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ავტომობილთან დაკავშირებული ყველა საჭიროება თუ სერვისი ერთ სივრცეშია თავმოყრილი.

გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე საზოგადოებას ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი Toyota C-HR-ის ახალი მოდელი წარვუდგინეთ. გვსურს,  ავტომობილი მომხმრებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ.“ – მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი.

 

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved