• რეკლამა
  • კონტაქტი
18:23, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთი, ისრაელი, პოლონეთი – ვინ ყიდულობს ბინებს ბათუმში?

ალია ავტორი - ალია
11:18 02-15-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
581

“გალტ & თაგარტის” კვლევის მიხედვით, რომელიც 6 სისტემური დეველოპერის 19 პროექტის მონაცემებს ეყრდნობა, გასულ წელს გაყიდული 16 ათასამდე ბინიდან რუსეთის მოქალაქეებმა 25% იყიდეს, რომელსაც 10%-იანი მაჩვენებლით ისრაელი მოჰყვება. აჭარის დეველოპერული ბაზარი ევროპიდან ყველაზე საინტერესო პოლონეთის მოქალაქეებისთვის არის.

როგორც “გალტ & თაგარტის” სექტორული კვლევების განყოფილების უფროსი კახა სამყურაშვილი ამბობს, გაყიდულ ბინებში 20-25% საქართველოს მოქალაქეებზე ნაწილდება.

„ჩვენ გამოკითხულ დეველოპერებში არარეზიდენტების წილი კიდევ უფრო მაღალია ვიდრე ნახევარი. ჩვენ სისტემური დეველოპერები გამოვიკითხეთ, რომლებიც საუკეთესო ლოკაციებზე ახდენენ მშენებლობას და აქ უცხოელების წილი 75-80% იყო. ქართველების წილი 20-25%-ის ფარგლებშია, დაახლოებით ამდენივეა რუსეთიც – 25%-ის ფარგლებში, სხვათაშორის მცირედი კლება იყო მათ ნაწილში 2023 წელს. რაც შეეხება დანარჩენ გადანაწილებას, ისრაელს გამოვყოფდი. მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი მეოთხე კვარტალთან მიმართებით არსებობდა, განსაკუთრებული ცვლილება ვერ დავინახეთ, 10%-ია საშუალოდ მათი წილი. დანარჩენი ნაწილდება ბევრ სხვადასხვა ქვეყანაზე, ეს არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, პოლონეთია აქტიური, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. თუმცა მსხვილი კატეგორიაა რუსეთი, ისრაელი და პოლონეთი.

ბათუმში ძირითადად მეორადი ბაზარია, თბილისისგან განსხვავებულია. აქ საინვესტიციო შენაძენები დომინირებს, ამიტომ რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ, უცხოელების მხრიდან ბინების შესყიდვები მომავალშიც გაგრძელდება.

ამ ჭრილში საინტერესოა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ეფექტი, რასაც ბათუმის ბაზარზე შესაძლოა გავლენა ჰქონდეს იმიტომ, რომ ჩვენ თუ ბათუმს ევროპის კურორტებს შევადარებთ, რა თქმა უნდა, ეს სხვა სეგმენტია და ის სხვა, მაგრამ ძალიან დიდია სხვაობა გადახდის საშუალო ზომაში. უძრავი ქონება ევროპის კურორტებზე ბათუმთან შედარებით 5-6-ჯერ ძვირია“, – განაცხადა სამყურაშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved