• რეკლამა
  • კონტაქტი
10:27, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლიბერთიმ ბიზნესისთვის Visa B2B Connect-ის პლატფორმა დანერგა

ლიბერთი ბიზნესისთვის

ალია ავტორი - ალია
17:40 02-14-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
220

Visa-ს ინოვაციური B2B Connect პლატფორმა ლიბერთი ბანკის ბიზნეს და კორპორაციული კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი ხდება საქართველოში. Visa B2B Connect ლიბერთი ბანკსა და მის ბიზნეს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს საერთაშორისო გადახდები განახორციელონ სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტურად.  

Visa B2B Connect არის ინოვაციური, არა საბარათე,  ანგარიშსწორების სერვისი, რომელიც შემუშავებულია ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რათა მათ ბიზნეს კლიენტებს საშუალება მიეცეთ განახორციელონ და მიიღონ საერთაშორისო გადახდები პროგნოზირებადი, უსაფრთხო და ეფექტური გზით.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში წარმატებით ვაგრძელებთ Visa B2B Connect-ის დანერგვას. ეს არის უნიკალური და ინოვაციური პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ფინანსურ ინსტიტუტებსა და მათ ბიზნეს კლიენტებს სწრაფი, უსაფრთხო, სანდო და გამჭვირვალე საერთაშორისო გადახდებით ისარგებლონ. მჯერა, ჩვენი პარტნიორობა ლიბერთი ბანკთან ადგილობრივ ბიზნესს გააძლიერებს და დაეხმარება მათ უფრო ეფექტურ ოპერირებაში,“ – დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში.  

 

,,ლიბერთი აგრძელებს უნივერსალურ ფინანსურ ინსიტუტად ჩამოყალიბების პროცესს და ჩვენი  ერთ-ერთი პრიორიტეტია  ბიზნეს მიმართულების გაძლიერება და ბიზნესის მხარდაჭერა. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ მომხმარებლის საჭიროებებს და მუდმივ პარტნიორთან, Visa-სთან ერთად არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ საცალო საბანკო მიმართულებით. დღეიდან,  მნიშვნელოვან სიახლეს ვთავაზობთ ბიზნესს. დავნერგეთ Visa B2B Connect-ის პლატფორმა, რომლითაც ბიზნესს უახლეს, სწრაფ და ინოვაციურ საერთაშირისო გადარიცხვების სერვისებს ვთავაზობთ  110 ქვეყანაში.

 

ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ლიბერთის გუნდს. მათი  ძალისხმევით მოხერხდა  რეგიონში, ამ სისტემის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი დანერგვა და ბანკის საკუთარ სისტემებთან შესაბამისი ინტეგრაცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი გუნდი მზადაა ინოვაციებისთვის.“ – ვახტანგ ბაბუნაშვილი, ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილე, ფინანსური დირექტორი.

 

 

Visa B2B Connect-ი ოთხ ძირითად ფუნქციონალს ეფუძნება. მათ შორის ისეთ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა distributed ledger technology (DLT), რაც მონაცემების გაუმჯობესებულ ხედვასა და ტრანზაქციების პროგნოზირებას უზრუნველყოფს. ამ პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება გამგზავნი ბანკიდან ქსელის შიდა და გარე მიმღები ბანკების მიმართულებით, რაც პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს და დამატებითი შუამავალი რგოლისგან ათავისუფლებს. 

Visa B2B Connect-ი ერთის ბევრთან დაკავშირების პრინციპით, გადარიცხვაში მონაწილე შუამავალი რგოლის რაოდენობას ამცირებს. ეს უფრო იაფი საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას იძლევა და უზრუნველყოფს, როგორც კორპორაციული საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ასევე მათი ბიზნეს კლიენტებისთვის თითოეულ ტრანზაქციასთან დაკავშირებული საკომისიო გადასახადის გამჭვირვალობას, რაც ეხმარება კომპანიებს თავიანთი ფულადი ნაკადების მართვაში. Visa B2B Connect პლატფორმა ასევე, შეიძლება გამოყენებული იქნას ქსელის გარეთ არსებულ ბანკებში გადახდების განსახორციელებლად 110 ქვეყანაში. 

 

Visa-ს შესახებ

Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში.Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge

 

ლიბერთის შესახებ

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved