• რეკლამა
  • კონტაქტი
13:44, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, სწორედ ეს ჭაობია გასანგრევი და ამ ჭაობის შემქმნელი უდამპლესი ნაგავი გასატანი!” – დემურ გიორხელიძე

ალია ავტორი - ალია
14:39 02-14-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,514

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,არის ერთი უაღრესად ღრმა პლასტი, რომელსაც
ქართველები ვერ გრძნობენ და ზერელობის გამო,
ის, რაც საღ აზრსა და საღი განსჯის უნარს გისპობს,
თავმოწონებისა და საკუთარი არარაობის შესანიღბად
იყენებენ, – თან უსუსარად გვიმტკიცებენ, რომ
“ისნიც კაცნი არიან!
საკუთარი აზრი აქვთ!
ორიენტირებულები არიან!”
ანუ მყარად უნდათ ის, რისი ქონაც პრაქტიკულად
შეუძლებელია იმ გზათ, რა გზასაც ადგანან!

საქმე ისაა, რომ
როცა საზოგადოებაში მძლავროს ფობიები, –
ეს ყოველთვის არის საზოგადოების ინტელექტუალური
სიმწირის ნიშანი,
მისი პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის
უვარგისობისა და უმაქნისობის ნიშანი!

ნებისმიერი აღვირახსნილი ფობია, –
რუსოფობია,
დასავლოფობია და ა.შ.,

ძირს უთხრის და უდიდეს საფრთხეს უქმნის
ამ საზოგადოების/ქვეყნის/სახელმწიფოს
ეროვნულ უსაფრთხოებას, რადგან

საზოგადოების აზროვნება და რეალობის აღქმა
სიყალბეზე და მცდარ წარმოდგენებზე გადაჰყავს;
წარმოქმნის ყალბ საფრთხეებს,
აყალიბებს მტრების შესახებ ყალბ წარმოდგენებს
და ნიღბავს უპასუხისმგებლობას, სრულ უმეცრებას
პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში,
ყალბ საფრთხეებსა და მუდმივ ხურუშიან და
ატრუებულ მისწრაფებას იყო მუდმივ კონფლიქტში
ისე, რომ არ ესმოდეს კომფლიქტის საფუძველი,
ფლანგავდეს საკუთარ შესაძლებლობებს და აფერხებდეს
საკუთარ განვითარებას.

აი, ეს უმწიფარი და უზნეო, დამანგრეველი და
უსაშველოდ პრიმიტიული წარმოდგენები ღრღნის
დღეს საქართველოს და მას დასასრულისკენ მიაქანებს!

არადა, როცა საკუთარი სახელმწიფო გაქვს,
სხვა პასუხისმგებლობა, უმაღლესი პროფესიონალიზმი,
საკუთარ საოცარ კულტურაზე დაფუძნებული
ცოდნა და განათლება, პასუხისმგებლობა და
პროფესიული წესიერება გჭირდება
და არა
ვირეშმაკული ხუნტრუცი,
ვირეშმაკების გაღმერთება,
ვირეშმაკული აზრებით ყელყელაობა
და დამპალი იდეოლოგიით გათახსირება
და უყალბესი იდეა-ფიქსების მიდვნება!

p.s.
როცა საზოგადოება/ქვეყანა/სახელლმწიფო მცდარ
გზისა და მცდარი წარმოდგნების ტყევობაში ექცევა,
იგი ვეღარ წყვეტს სასიცოცხლო პრობლემებს,
საფრთხეს უქმნის საკუთარ მომავალს ეროვნული
უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხის შექმნის
გზით და მიდის გონებააღზნებულობის იმ სტადიამდე,
რომელიც გამორიცხავს საღად აზროვნებასა და საღ
პრაგმატულ გადაწყვეტილებებს.

სწორედ ეს ჭაობია გასანგრევი და ამ ჭაობის შემქმნელი
უდამპლესი ნაგავი გასატანი!”

თეგები: დემურ გიორხელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved