• რეკლამა
  • კონტაქტი
13:19, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პუტინს ამერიკელი ჟურნალისტის ხანგოშვილის მკვლელში გაცვლა სურს

ალია ავტორი - ალია
13:23 02-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
142

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, არ გამორიცხავს Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის შეერთებულ შტატებში დაბრუნებას, იმ პირობით, რომ აშშ გადადგამს “საპასუხო ნაბიჯებს”.

რუსეთი გერშკოვიჩს ამერიკის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებს, რასაც აშშ უარყოფს. თითქმის ერთი წელია ის ციხეშია.

Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა, ტაკერ კარლსონმა ინტერვიუს დროს პუტინს სთხოვა კეთილგანწობის ნიშნად მისი გათავისუფლება. პუტინმა თქვა, რომ მსგავსი “კეთილგანწყობის” ჟესტები “ამოეწურათ”.

“არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ბატონი გერშკოვიჩი, შეძლებს სამშობლოში დაბრუნებას. საბოლოო ჯამში, აზრი არ აქვს მას რუსეთში ციხეში შენახვას. ჩვენ გვინდა, რომ ამერიკულმა სადაზვერვო სააგენტოებმა განიხილონ, თუ როგორ შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ჩვენი სადაზვერვო სააგენტოების მიზნებში. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. უფრო მეტიც, დიალოგი გრძელდება. და იყო მრავალი წარმატებული მაგალითი ასეთი დიალოგისა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ამ შემთხვევაში ალბათ ასე იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ”, – უპასუხა პუტინმა.

ბიბისის ცნობით, პუტინმა ნათლად აჩვენა, თუ რა შეიძლება იყოს რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესები. მან გაიხსენა კაცი, რომელიც “იხდის სასჯელს აშშ-ს მოკავშირე ქვეყანაში”.

“ამ კაცმა პატრიოტული მიზეზების გამო ბანდიტის ლიკვიდაცია მოახდინა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში”, – თქვა პუტინმა.

სავარაუდოდ, ის გულისხმობდა ვადიმ კრასიკოვს (ასევე ცნობილი როგორც ვადიმ სოკოლოვი). მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი გერმანიაში, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო. ხანგოშვილი საქართველოს მოქალაქეა, ის ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

გერმანიის სასამართლომ დაასკვნა, რომ რუსეთის სამთავრობო უწყებებმა კრასიკოვს დაავალეს ხანგოშვილის მოკვლა, რომელიც იმ დროს გერმანიაში ცხოვრობდა და თავშესაფრის მინიჭების გადაწყვეტილებას ელოდა. ამის შემდეგ კრასნიკოვმა ვადიმ სოკოლოვის სახელით საბუთები მიიღო და შენგენის ვიზაზე მიმართვა გააკეთა. 2019 წლის აგვისტოში მან ბერლინში ხანგოშვილი რამდენიმე გასროლით მოკლა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved