• რეკლამა
  • კონტაქტი
16:15, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს პარლამენტი ახალი მთავრობის დამტკიცებას უყრის კენჭს

ალია ავტორი - ალია
10:08 02-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
90

ახალი მთავრობის დამტკიცებამდე რამდენიმე საათი დარჩა. პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც კენჭისყრა შედგება, 12:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატები “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” წარმომადგენლებს შეხვდებიან.

სამთავრობო პროგრამა გუშინ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს გააცნო. რამდენიმესაათიანმა სხდომამ კონსტრუქციულად ჩაიარა. განახლებული მთავრობის შემადგენლობის მხარდაჭერას, სადაც, პრემიერის გარდა, მხოლოდ თავდაცვის მინისტრი იცვლება, ოპოზიცია არ აპირებს.

“განახლებულ შემადგენლობაში მხოლოდ და მხოლოდ პრემიერ-მინისტრია ახალი, სხვა მინისტრები, სამთავრობო პროგრამა კვლავ ძველია, რაც ნიშნავს იმას, რომ “ქართულ ოცნებას” არაფერი სიახლე არ აქვს სათქმელი საქართველოს მოსახლეობისათვის. ოპოზიცია, ბუნებრივია, დაესწრება სამთავრობო შემადგენლობის განხილვას. სწორედ სამთავრობო შემადგენლობის განხილვის დროს, ჩვენ ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ,”- აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

რომან გოცირიძე კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებს.

“არავითარი დამოუკიდებლობის ხარისხი – ფაქტობრივად, მინისტრებს უკვე პერსონალურადაც აღარ აქვთ იმის უნარი, რომ იფიქრონ ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებაზე. კენჭისყრაში მივიღებ მონაწილეობას, მხარს არ დავუჭერ. პირადად მე, ყველგან ყველაფერს ვესწრები. დასწრება ნიშნავს, რომ გამოიყენო ყველა შანსი, რომელიც აქვს ოპოზიციას,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა და პრემიერ-მინისტრი ქვეყანას კიდევ უფრო მეტ პროგრესს მოუტანს.

“ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის იყო ადამიანსა და ქვეყნის ეროვნულ ამოცანებზე ორიენტირებული. დღეიდან, ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, თითოეული ჩვენგანი კიდევ უფრო მეტი მოტივაციით შეუდგება მუშაობას ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ვფიქრობ, მთავრობის ეს შემადგენლობა და ახალი პრემიერ-მინისტრი ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ პროგრესს და წარმატებას მოუტანს,”- აცხადებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved