• რეკლამა
  • კონტაქტი
15:18, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ორი” წალენჯიხა” – საკრებულო მერიის წინააღმდეგ, სტიქიის პარალელურად – დეტალები

ალია ავტორი - ალია
18:42 02-06-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,043
მაშინ, როცა სამეგრელოში სტიქია მძვინვარებს, და ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარება სჭირდება, მაშინ, როცა სტიქიის შედეგად, აჭარაში ორი ადამიანია გარდაცვლილი, მაშინ, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩანს, სტიქიის ყოველი შემოტევისას, რომ ბოლო წლების მანძილზე, ხელისუფლებას, პრევენციული ღონისძიებები არ ჩაუტარებია, ან არ ჩაუტარებია ხარისხიანად, ქართულმა ოცნებამ, წალენჯიხის ადგილობრივი ხელისუფლების გასაკრიტიკებლად და დასადანაშაულებლად მოიცალა და სოციალურ ქსელში, დაწერა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ გამოჩენილა, თურმე, სტიქიის ზონებში და თურმე, მოსახლეობა უკმაყოფილოა ხელისუფლების. 
ქართული ოცნება აცხადებს, რომ წალენჯიხის საკრებულოს წევრები, ქართული ოცნებიდან, ადგილზე არიან, კარგია ეგ, ძალიან კარგიც, რადგან საკრებულოს წევრებიც, მათ შორის, ქართული ოცნებიდან, ასევე ხელისუფლებას წარმოადგენენ და არც ის უნდა დაავიწყდეთ, რომ პრობლემები, რომლებიც დღეს აქვს წალენჯიხას, ერთ დღეში არ დაგროვებულა და წლების მანძილზე უსაქმურობის შედეგია. 
წალენჯიხის საკრებულოს ოცნების ფრაქცია აცხადებს, რომ მათთვის უცნობია, არსებობს, თუ არა ზარალის დამთვლელი კომისია და ითვლის, თუ არა, ვინმე, სტიქიის შედეგებს. როგორც ჩანს, ქართული ოცნების ნარატივი ისევ უცვლელია – არცოდნა, მათთვის, არცოდვაა, არადა, თუ დაინტერესდებოდნენ, წესით, უნდა სცოდნოდათ, რომ უკვე მუშაობს ადგილზე, ზარალის შემსწავლელი სპეციალური კომისია.
გამოცემა, თაიმერის, რომელიც ადგილიდან მთელი დღის მანძილზე ავრცელებს სიახლეებს და ფოტომასალებს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებით გადასახური მასალა-ტენტი ურიგდებათ.
➡️მერიის შესაბამისი სამსახურები ადმინისტრაციული ერთეულების ყველა უბანში არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.
➡️სტიქიის სალიკვიდაციო ფარგლებში სპეციალური კომისია სწავლობს ზარალის ოდენობას, რათა მოსახლეობამ შესაბამისი დახმარება მიიღოს.
➡️მოსახლეობას აქტიურ დახმარებას უწევენ ქალაქ წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფები.
➡️შეგახსენებთ, რომ გრიგალის შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა. ქარმა ხეები მოგლიჯა, დაზიანდა 150-მდე საცხოვრებელი სახლი. ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა მოსახლეობის ნაწილს და მოგლეჯილმა ხეებმა ჩახერგა საავტომობილო გზები.
როგორც ჩანს, ქვეყანაში, ორი წალენჯიხაა, პირველი ფოტო, წალენჯიხიდან, ქართულმა ოცნებამ გაავრცელა, სადაც კარგად ჩანს ცა, კი, ბატონო, და ქართული ოცნება აცხადებს, რომ ადგილზე არიან, შემდეგ ფოტოებს კი ასევე წალენჯიხიდან, გამოცემა თაიმერი ავრცელებს, განსხვავებების პოვნა კი თქვენთვის მოგვინდვია:

ქართული ოცნება – ფოტო წალენჯიხიდან, სადაც, ქართული ოცნების წევრები არიან:

თაიმერი, ფოტოები წალენჯიხიდან, სადაც ქართული ოცნების ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლება არც კი გამოჩენილა:

თეგები: წალენჯიხა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved