• რეკლამა
  • კონტაქტი
11:10, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი ლიზინგის მხარდამჭერით თბილისში Pizza Hut გაიხსნა

ალია ავტორი - ალია
16:46 02-01-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
210

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით თბილისში ამერიკული პიცერიების ქსელის, Pizza Hut-ის ფილიალი გაიხსნა. ბრენდის ისტორია 1958 წელს, ორი ძმის 600 დოლარიანი ინვესტიციით იწყება, დღეს კი,მთელს მსოფლიოში 16 000-ზე მეტ რესტორანს აერთიანებს.

კომპანიის ქართული მიზნები ამბიციურია და საშუალო ვადიან პერიოდში 12 ფილიალის გახსნას გულისხმობს, რაც ხაზს უსვამს ერთის მხრივ, ადგილობრივი ბაზრისადმი ნდობას, მეორეს მხრივ, სურვილს, გახდნენ ლიდერი სარესტორნო ქსელი პიცის მიმართულებით.

„თბილისში Pizza Hut-ის ახალი ფილიალის გახსნა ჩვენი ფრენჩაიზის სტრატეგიულ გაფართოებას ნიშნავს. თბილისი, როგორც ენერგიული და კულტურულად მდიდარი ქალაქი, გვაძლევს ადგილობრივ საზოგადოებასთან გლობალური ბრენდის დაკავშირების შესანიშნავ შესაძლებლობას. ეს ახალი ფილიალი მიზნად ისახავს სივრცის შექმნას ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის და პიცის მოყვარულებისთვის, რათა ისიამოვნონ ჩვენი მრავალფეროვანი მენიუს შეთავაზებებით”,- ნიკა ბაქარაშვილი, „Pizza Hut საქართველოს“ თანადამფუძნებელი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ყოველი ახალი ფილიალი კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილსა და კმაყოფილ მომხმარებელს გულისხმობს, რასაც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. რესტორნების რაოდენობის ზრდის მიღმა, აქცენტი სასიამოვნო კულინარიული გამოცდილების მიწოდებასა დამენიუს მუდმივად ინოვაციაზე რჩება.

„მოხარულები ვართ, მხარი დავუჭიროთ ისეთი საერთაშორისო ბრენდის განვითარებას ქართულ ბაზარზე, როგორიც Pizza Hut-ია. გარდა იმისა, რომ სრულ ნდობას ვუცხადებთ ბიზნესს, გვჯერა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი კომპანიების ოპერირება. თიბისი ლიზინგი რჩება დაფინანსების მარტივ გზად იმ სუბიექტებისთვის, ვისაც სურს შეიძინოს აქტივები და გამოითავისუფლოს ბიზნეს რესურსი“, – ნოდარ ბარბაქაძე, თიბისი ლიზინგის კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ თიბისი ლიზინგი აფინანსებს ტექნიკას, მანქანა-დანადგარებს, ტრანსპორტსა და უძრავ ქონებას სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის, მათ შორის, წარმოებისა და კვების ობიექტებისთვის.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved