• რეკლამა
  • კონტაქტი
18:55, შაბათი, 9 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მერიის სარესტორნო ხარჯები – სად და რამდენი დახარჯა კალაძის უწყებამ?

ალია ავტორი - ალია
14:51 01-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
861

მერიის სარესტორნო ხარჯები – სად და რამდენი დახარჯა კალაძის უწყებამ? – კვლევას ,,ფლანგვის დეტექტორი” აქვეყნებს

2023 წელს თბილისის მერიამ მხოლოდ გამარტივებული შესყიდვებით  შეძენილ “რესტორნებისა და კვების წარმოების მომსახურეობებში” ჯამში 315,391 ლარი დახარჯა.

ფლანგვის დეტექტორმა თბილისის მერიის მიერ ჩატარებული გამარტივებული შესყიდვები შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ 2023 წელს რესტრნისა და კვების მომსახურების შესაძენად სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა მიზნით 60-მდე პირდაპირ შესყიდვა გაფორმდა. უმეტესად, თბილისის მერია კვების მომსახურებას დელეგაციებისა და სტუმრების დასახვედრად იძენდა.

გამარტივებული შესყიდვების დასაბუთებებში საკმაოდ ხშირად შეგვხვდება, მაგალითად, პროგრამის “თბილისში შემომყვანი ტურიზმის მხარდაჭერის” ფარგლებში სტუმრებისთვის კვების მომსახურების შეძენა. მთლიანობაში ამ პროგრამის მონაწილეების კვებაზე 2023-ში მერიამ 17,560 ლარი დახარჯა.

შესყიდვებში ასევე გვხვდება კახა კალაძის მიერ კერძო სექტორის მასპინძლობა თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში, რაც თბილისის მერიის ბიუჯეტს მთლიანობაში 38,350 ლარი დაუჯდა.

20,884 ლარის ღირებულების 6 გამარტივებული შესყიდვაა გაფორმებული სხვადასხვა რესტორანთან თბილისობის ფარგლებში უცხოელი სტუმრების გამასპინძლების მიზნით. ორი შესყიდვის ღირებულება 7,000 ლარს აჭარბებს.

გთავაზობთ, 2023 წლის 5 ყველაზე ძვირადღირებულ გამარტივებულ შესყიდვას კვების მომსახურების შეძენისთვის:

  1. 69, 835 ლარი სასტუმრო “რედისონში” 720 ადამიანის კვებისთვის;

  2. 61,811 ლარი რესტორან “ბიოლში” 132 ადამიანის მასპინძლობისთვის;

  3. 33, 014 ლარი რესტორან “წისქვილში” 190 ადამიანის კვებისთვის;

  4. 21,712 ლარი სასტუმრო “ბილტმორში” 200 ადამიანის მასპინძლობისთვის;

  5. 10,000 ლარი სასტუმრო “ბილტმორში”  კონფერენციის მონაწილეებისთვის.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით იგივე რაოდენობის თანხა დახარჯა თბილისის მერიამ 2022 წელს გამარტივებული შესყიდვების გზით კვების მომსახურების შეძენაში. 2022 წელს, მხოლოდ გამარტივებული შესყიდვებით, რესტორნებისა და კვების მომსახურებაში მერიამ ჯამში 343,373 ლარი გადაიხადა.

Წყარო: თბილისის მერიის გამარტივებული შესყიდვები

თეგები: კახა კალაძეფლანგვის დეტექტორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი

17:42 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved