• რეკლამა
  • კონტაქტი
18:15, სამშაბათი, 28 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ვადა გაგივიდათ!” – კახა ოქრიაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:43 01-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,337

პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი:

 

,,ბატონი ივანიშვილი, ახლა უკვე ოფიციალური უფლებამოსილების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრად იურისტ-კონსტიტუციონალისტ კობახიძეს დანიშნავს, რომელმაც დიდი ექსპერტივით ეკონომიკაზე დაიწყო საუბარი. კობახიძეს გაუგია, რომ ხალხს სიღარიბე და დაბალი შემოსავლები აწუხებს და ამიტომაც საუბრობს ეკონომიკაზე, რომლის ბაიბურშიც არ არის! 2003 წლიდან 2023 წლამდე საქართველოს ეკონომიკა 7,5-ჯერ გაიზარდა, მაშინ, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეკონომიკა ევროკავშირში შესვლის შემდეგ გაზარდესო.

მარტო ამითაც ჩანს ორი რამ: პირველი – არ მოსწონს ამ კაცს, ევროკავშირში რომ გვინდა! გააჩნია სასტარტო პირობებს – 2003 წელს ჩვენ ნულიდან, მინუსებიდან დავიწყეთ, ბალტიისპირეთის ქვეყნები კი უკვე კარგად ცხოვრობდნენ. მისი თქმით, თურმე, გერმანიაში დღეს ხალხი სამჯერ უკეთ ცხოვრობს, ვიდრე საქართველოში. სამჯერ უკეთაც ცხოვრობს და რვაჯერაც. ამიტომაც ეს არის მორიგი თაღლითობა, რომ 2024-ში კიდევ ერთხელ „გვათოხლონ“! და მეორე – საქართველოს ეკონომიკამ ნახტომები 2003-2012 წლამდე პერიოდში გააკეთა, ბატონო კობახიძევ, ხოლო 2012-დან დღემდე ბიტკოინების ქარხნების და ერთი-ორი სასტუმროს გარდა, არაფერი აშენებულა, არცერთი ახალი დარგი არ „ამოქოქილა“ და ისიც ხომ გასაგებია, რატომ?!

„ქართული ოცნება“ ვერასდროს ააშენებს ეკონომიკას, რადგან ის ვერასდროს ააშენებს სამართლიან სახელმწიფოს. ეს ორგანიზაცია სრულად დაცლილია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხისგან, ამ პარტიაში დარჩნენ მხოლოდ მორჩილი, პირად გამდიდრებაზე ორიენტირებული ადამიანები.

ერთი სიტყვით, 2012 წელს, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაქნილმა „ოცნებამ“ ჩვენ, ქართულ საზოგადოებას „გვათოხლა“ და ახლაც, ეკონომიკის აღორძინების და შედეგად, მოსახლეობის გამდიდრების ახალი „სათოხლაო“ გეგმა შემოგვიგდეს. ბატონებო, 12 წელი გქონდათ ეკონომიკის გასაზრდელად და 2017 წელს ჩვენს ხალხს უკვე წალკოტში უნდა ეცხოვრა – ვადა გაგივიდათ!
დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში ახალი, კოალიციური ხელისუფლება მოვა გამჭვირვალე, დეტალურად ჩაშლილი ეკონომიკური ზრდის პროგრამით, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გეგმით, რომელშიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მთავარი მაინტეგრირებელი ფაქტორი სწორედ საქართველოს ეკონომიკური ნახტომები იქნება.

ასე რომ, მე იმედიანად ვარ! საუკუნეების სიბრძნეა, რომ ყველა ხალხს ისეთი მთავრობა ჰყავს, როგორსაც იმსახურებს. ისეთი ყალბი და გაქნილი ხელისუფლება კი, როგორიც ჩვენ გვყავს, არ დაგვიმსახურებია და ზუსტად ვიცი, რომ 2024 წლის არჩევნებზე ვეღარ „გვათოხლებენ“!

თეგები: კახა ოქრიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

14:31 07-28-2026
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ახალი ამბები

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

14:16 07-28-2026
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved