• რეკლამა
  • კონტაქტი
09:54, პარასკევი, 24 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეუფე იაკობი: გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით

ალია ავტორი - ალია
15:48 01-27-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
325

გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით – ჩვენთან თუ რაიმე ცუდია გამოვასწორებთ, თქვენ თქვენ თავებს მიხედეთ, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობმა „ჭკვიან ხალხს მიმართა ეკლესიასთან გონივრულად იყვნენ”.

„ეკლესიასთან ბრძოლას თავი დაანებეთ, ვერ მოერევით. მოკლე ისტორიული მეხსიერება არ გვაქვს. ვინც იძახის ეკლესიაზე „რუსული”, „რუსული”, „რუსული” გადახედოს “ეროვნულ მოძრაობას”. ნახონ, “ეროვნული მოძრაობის” მართლაც პატრიოტი წევრები რას ამბობდნენ მათზე, ვინ იყვნენ და რა იყვნენ.

გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით – მუქარის გარეშე. არაფერზე დგახართ, არც სარწმუნოებმა, არც მრწამსი არ გაქვთ რამით, რომ შეგვიტიოთ. ჩვენთან თუ რაიმე ცუდია, გამოვასწორებთ, თქვენ თქვენ თავებს მიხედეთ. არჩევნების წელია და შევეცადოთ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს, ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ. შეხედეთ, რა ხდება, თითქოს ადამიანისთვის, მხოლოდ ორი რაიმე იყოს მხოლოდ საჭირო – სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ეს. შეხედეთ, საქართველოში როგორ არის, ვიღაცა რაღაცას რომ დააშავებს, ეკლესიას აგინებს, ან რაღაცას, მაშინ ახსენდებათ ეს.

სხვა რაიმე გაიხსენე, ერთად უნდა ვიცხოვროთ. ხომ არის სიყვარული, ერთმანეთი თუ გვეყვარება ასე არ დავჭამთ ერთმანეთს. სიმშვიდე შევინარჩუნოთ…ჭკვიან ხალხს მივმართავ, ეკლესიასთან გონივრულად იყავით. არ გვინდა, წყნარად ვართ, გამოწვევა თუ იქნება, მივიღებთ, შემდეგ ვნახოთ ვინ უშველის იმათ, ჩვენთან ღმერთია, იმათთან ვინ იქნება?! – ვნახოთ, ვისი აჯობებს”, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, საქართველოში არავის სჭირდება ჟანა-დარკობა.

„ყოველთვის გამიხარდება, რომ საქართველოში მივბაძოთ დედაღვთისმშობელს, მივბაძოთ წმინდა ნინოს, თამარ მეფეს, წინდა დედოფალ ქეთევან წამებულს. ძალიან გთხოვთ ქალებს, ისე მოიქცეთ, როგორც ქალბატონებს შეგშვენით. არ გვინდა თავის გამოჩენა სკანდალებით, რაღაც-რაღაცებით. თქვენ ღვთის ხატება ხართ, თქვენში ხომ ახალი ევა ცოცხლობს. სხვას არ მივბაძოთ, ცუდი მაგალითი არ ავიღოთ. საქართველოში არავის სჭირდება ჟანა-დარკობა, თუ სადმეა თავი შესაკლავი, ჩვენ, კაცები შევაკლავთ. ქალები რითაც ხართ ლამაზი, გონიერებით, შვილების კარგად აღზრდით, ოჯახის შენახვით, ტრადიციებით, ასეთები იყავით. ვინც ადამიანივით არ იქცევა, ვთხოვ შეხედოს, რა უფრო მოსაწონია, სკანდალი იქნება მოსაწონი, თუ წესიერი ქმედება”,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ქადაგების დასრულებისას მეუფე იაკობს ჰკითხეს ვინ იგულისხმა ჟანა დარკში, არის თუ არა ეს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რაზეც აღნიშნა: „ არა, არა…მიხვდებოდით ამას, იცით კონკრეტული პიროვნება”.

ამასთან, კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება, მეუფე იაკობმა აღნიშნა: „თუ ბრძოლა გაგრძელდა, არ გვინდა ეს გამოწვევა…თუ მივიღე გამოწვევა მარტო მე, ერთიც კი ვეყოფი მაგათ”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved